Thursday, October 13, 2011

შეთავაზება ბატონ ბიძინას

ბატონო ბიძინა.
თქვენ სერიოზულად ეკიდებით ყველა საქმეს და, დარწმუნებული ვარ, თქვენი  პოლიტიკაში მოსვლა ერთ-ერთი ამ საქმეთაგანია.

მოგეხსენებათ, პოლიტიკოსს, გამჭრიახი გონებისა და სწორად შერჩეული გუნდის გარდა, წვრილ-წვრილი რაღაცებიც სჭირდება. მაგალითად ისეთები, როგორებიცაა დასამახსოვრებელი სლოგანი, გამორჩეული იმიჯი, საინტერესო და საჭირო ადამიანებით დაკომპლექტებული პრეს და პიარსამსახურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექსტს დიპლომატიურად მაინც დაგიწერენ.

ბატონო ბიძინა, სიმართლე რომ გითხრათ, თქვენმა რიგით მეორე წერილმა, წიაღსვლებით, გულწრფელობითა და პირდაპირობით, სერიოზული ეჭვი გამიჩინა. ეჭვი იმისა, რომ "ვიკილიქსი" ჟულიენ ასანჟის კი არა, თქვენი პროექტი იყო (თუ არა, აფინანსებდით მაინც).

თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ რადგან ამას ვწერ, მე სააკაშვილის პირადი ბლოგერი ვარ და მის დაკვეთას ვასრულებ (შანსი რომ იყოს, ისეთი უიღბლო ვარ, რომ ამასაც სხვები დამასწრებდნენ). ნურც იმას იფიქრებთ, რომ პრეზიდენტი მიხდის ფულს (ჩემს გამოკვებაზე, ნაწილობრივ, ის კეთილი ბიძია ზრუნავს, მთელი განვითარებადი მსოფლიო რომ აგინებს და ყველა მისით ჭამს პურს). არა, მე ერთი საწყალი ბლოგერი ვარ, საწყალი ბლოგის პატრონი, საწყლად რომ ზის კუთხეში და საწყლად ადევნებს მოვლენებს თვალს.

ბატონო ბიძინა. მართალია, ჩემი შემთავაზება, ამ ეტაპზე არ გჭირდებათ, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს ეჭიდებით, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგადგებათ. მე გადავწყვიტე, მოგყიდოთ ჩემი ბლოგის შესანიშნავი სლოგანი (იხ: ზემოთ). თქვენი ღია წერილებიდან გაჟღერებული შეთავაზებების გათვალისწინებით, ტრადიციულად, სამჯერ უფრო ძვირად.



5 comments:

გურამი said...

მე ვერაფერი გავიგე.. რაღაც გამოვტოვე, ჰო? :(

ბაჩო said...

რამდენი გაქვს გადახდილი ბლოგში? :)
ეს ხუმრობით, სერიოზულად კიდევ ვკითხავ, თუმცა არამგონია მაგაზე დაგთანხმდეს

Gio Rgashvili said...

ვასას, როდესაც ბიძინა გამოგეხმაურება და მასთან თანამშრომლობას დაიწყებ, ნუ დაგავიწყდება, რომ მე შენი მეგობარი ვარ და ძალიან მიყვარხარ :დ

vasasi said...

გიორგი, ჭეშმარიტ მეგობრებს ერთმანეთი ვიღაცების გამოხმაურების გარეშეც უყვართ. :შ

Keti said...

ჰაჰა, ზუსტად შეეფერება :)) შენი ბლოგის სათაურიც, სხვათა შორის :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger