Monday, October 17, 2011

გასტრონომიული მადამ ბოვარი

ბულვარული რომანების ასაკიდან უკვე გამოსული ვიყავი, როცა ფლობერის "მადამ ბოვარი" წავიკითხე. ეს პეტერბურგში არა, მაგრამ გორში ნამდვილად მოხდა. აი, ასე: მორიგი არდადეგების დროს,  წასაკითხად გამზადებული 452342 წინგების შუაში ჩავჯექი და წავიკითხე.

ალბათ, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშების ჩამოთვლისას, ერთ-ერთს აუცილებლად ასახელებენ "მადამ ბოვარს". მის მთავარ ღირსებად კი ჩამკვდარი, პროვინციული ყოფის ზედმიწევნით აღწერას მიიჩნევენ.

გუსტავ  ფლობერი იმ ფრანგული პერიოდის წარმომადგენელია, რომელმაც ლიტერატურასა თუ ხელოვნებაში ყირაზე დააყენა ყველაფერი. ის და ემილ ზოლა თანამედროვეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნატურალიზმის სკოლის ფუძემდებელი გახლდათ, ორივე არსებითად ერთ, სოციალურ პრობლემატიკაზე წერს, თუმცა განსხვავებულად:

200 წლის ასაკის მიუხედავად, ემილ ზოლას "ხაფანგი" აქტუალობას არ კარგავს. ის მოიცავს არამხოლოდ მაშინდელ პარიზსა თუ საფრანგეთის პროვინციებს, არამედ, მთელ მსოფლიოსაც და ეს მაშინ, როცა ფლობერი ტიპური სასიყვარულო სამკუთხედის ფონზე ცდილობს პროვინციალიზმისა და ზნეობა-უზნეობის ჭიდილის ჩვენებას. შესაძლოა "მადამ ბოვარმა" თავის დროზე ფურორი მოახდინა (ისევე, როგორც მერი შელის "ფრანკენშტეინი" მოჰგვრიდა შოკს მეჩვიდმეტე საუკუნის მსოფლიოს), მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ფურორი მოკვდავი იყო.

"მადამ ბოვარის" გარდა, ფლობერის ორი ნაწარმოები: "სალამბო" და "სანტიმენტალური აღზრდაა" ნათარგმნი, რომლებიც ბოვარზე გაცილებით სუსტებია. ამ ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ  "50 წიგნის სექტაში" ზოლას არც ერთი ნაწარმოები არ არის შესული.  თუ გსურთ, მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი გაიცნოთ, შეავსეთ ეს ბმული და ემილ ზოლა მიუთითეთ თავისი "ხაფანგიანად". 

წიგნის სათაური საქართველოში ძალიან პოპულარულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ სხვადასხვა დასახელების სალათას ხშირად "მადამ ბოვარი" ჰქვია. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვივარაუდო, რომ მიზეზი მისი "პოვართან" მსგავსებაა. მადამ ბოვარი-მადამ პოვარი!.

P.S. წიგნი ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული და არასწორი აქცენტებისთვის ნუ დამწვავთ, მხოლოდ ჯვარს მაცვით. :)

6 comments:

Anonymous said...

მეც ღრმა ბავშვობაში წავიკითხე პირველად "მადამ ბოვარი" და საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.თუნდაც იმის გამო,რომ ასე ხშირად მესმოდა მაგ წიგნის შესახებ და აღნიშნული კერძიც,ანალოგიური სახელწოდებით ძალიან მიყვარდა =)))მეორედ გასულ წელს წავიკითხე და ვერ დაგეთანხმები,რომ ერთ-ერთი დრომოჭმული წიგნია,ძალიან მომეწონა. 50 წიგნში შესატანი რამდენადაა მაგას ვერ ვიტყვი,მაგრამ იმ წიგნთა ნუსხაში ნამდვილად შევიტანდი,გარკვეული ასაკისა და გამოცდილების შემდგომ რომ უნდა წაიკითხო.

Rode said...

რატომღაც მგონია, რომ "ხაფანგი" უფრო აჯობებდა თუ ბურჟუაზიის ნაკლოვანებებზე გადავირიეთ ;)
ბოვარს წავიკითხავ და უფრო ჩამოვყალიბდები :)

kejeradze said...

ემას გაცნობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დამიგვიანდა წაკითხვა. ადრე უფრო მხიბლავდა მსგავსი "სენტიმენტები" :) აშკარად ზოლას ვანიჭებ უპირატესობას და ზემოთხსენებულ კერძსაც სიამოვნებით მივირთმევ :))

Anonymous said...

atrakeb da gixaria:D:D, kai tipi xar, magram vfiqrob sakutar tavze didi warmodgena gaqvs...

Anonymous said...

zolas marto ''shemoqmedeba'' maqvs wakitxuli da dzalian magaria!madam bovarsac araushavs mara sadac eg sheva 50 wignshi kide bevri unda shevides:)))))))

ვიკო said...

დღეს ვიყიდე და მოუთმენლად ველი როდის დავიწყებ კითხვას... იმედია მომეწონება :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger