Thursday, November 3, 2011

იმ პრესკონფერენციის ნამდვილი ამბავი

ჩვენ უარესს ვიმსახურებთ! (c) ახალი წინასაარჩევნო სლოგანი

პოსტი ემსახურება იმ შთაბეჭდილებების გაბათილებას, რაც საზოგადოებას მედიის ზოგიერთმა საშუალებამ შეუქმნა. 


პრესკონფერენცია იწყებოდა ოთხ საათზე. ადგილზე უნდა ვყოფილიყავით ორზე, რომ გაგვევლო პროცედურები. მივედით ზუსტად დანიშნულ დროს. შესასვლელში იდგა დაცვა და ჟურნალისტებს ხუთ-ხუთს უშვებდა, შიგნით, მეტალოდეტექტორთან რიგი რომ არ დამდგარიყო. აქვე, დაცვის ყველა თანამშრომელი ბოდიშს იხდიდა, რომ შეფერხება გვექმნებოდა.

რიგი არ ყოფილა აუტანელი. გაგრძელდა, მაქსიმუმ, ხუთი წუთით.

ბიზნეს-ცენტრის კართან "რეალ-TV"-ს ერთი გადამღები ჯგუფი იდგა და ჟურნალისტებს ინტერვიუს სთხოვდა. არ ეწერებოდა არავინ. ჩემი ოპერატორი დათანხმდა. კითხვა-პასუხი იყო შემდეგი:

  • რამდენი ხანია რიგში დგახართ?
    - რიგში საერთოდ არ ვდგავარ, ახლა მოვედი.
  • არ გაწუხებთ ეს რიგები?
    - არ ვდგავარ რიგში.
  • პრეზიდენტთან არ ხდება ასე.
    -პრეზიდენტთან არ ვყოფილვარ.
  • ამბობენ, რომ ჩხრეკენ. პარლამენტში არ არის ასეთი ჩხრეკა.
    - პარლამენტში არ ჩხრეკენო (O-o)?
  • ჰო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრესკონფერენციაა და არა პრეზიდენტის..
    - ალბათ, არ არის ჩვეულებრივი...
დაახლოებით, ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ, მეტალოდეტექტორთან მივედით. გავიარეთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი შემოწმება: ტელეფონი, მიკროფონი და მეტალის სხვა ნივთები (რაც გვქონდა) ამოვალაგეთ და ისე გავიარეთ დეტექტორში, კამერა ჩართეს, შეამოწმეს ჩვეულებრივად. აბსოლუტურად სტანდარტული პროცედურა იყო. შემდეგ შევედით დარბაზში და დაველოდეთ ბიძინას.

პრესკონფერენციის მიმდინარეობა, ალბათ, უმეტესობამ პირდაპირ ეთერში ნახა. მინდა, ჩემი მხრივ, აღვნიშნო:
  •  არაკოლეგიალურობა, რაც ხდებოდა - კოლეგას კითხვა რომ არ დაესწრო, ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ და ეფარებოდნენ.
  • სმენის კულტურის არქონა, რაც პატარა ბავშვებსაც არ ახასიათებთ - მეორე რიგში ვიჯექი და, პირველი რამდენიმე კითხვის შემდეგ, აღარაფერი მესმოდა. კითხვას რომ სვამდნენ, პასუხს აღარ უსმენდნენ, თვალებს სთხრიდნენ ტრიპოლსკის და ბიძინა არავის ახსოვდა. იყო საშინელი ზუზუნი და თავზე გადავლა;
  • მიკროფონების დამალვა - ორი მოსიარულე მიკროფონი იყო. ერთი დაიკარგა და მანამ არ გამოაჩინეს, სანამ ტრიპოლსკიმ არ იკივლა;
  • პრესკონფერენციას ესწრებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც გაოცებით აფახულებდნენ თვალებს;
  • პრესკონფერენცია იყო არაორგანიზებული - როცა იცი, რომ 200 ჟურნალისტი გესწრება, უნდა გააკეთო სექციები პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისათვის და თანმიმდევრულად მისცე მათ კითხვა. ფაქტობრივად, დაიჩაგრა პრესა, სადაც, როგორც წესი, ტელევიზიაზე გაცილებით საინტერესო ჟურნალისტები მუშაობენ.
რაც შეეხება პირველი არხის ჟურნალისტის ბრალდებას, რომ შემოსვლისას კითხვებს ჩხრეკდნენო, არის სრული აბსურდი!. 

არამგონია, იქ რომელიმე ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტის ჰაბიტუსს ბომბი კითხვების შთაბეჭდილება შეექმნა. ნინო გომართელის კითხვები/ბრალდებები ისეთი უსუსური იყო და ისე ადვილად გადაურა რესოპოდენტმა, რომ ზემოაღნიშნული ბრალდებით, საბოლოოდ გაინადგურა თავი. მე, პირადად, გომართელისა და ბერაიას ადგილზე, გარეთ თავს ვერ გამოვყოფდი სირცხვილით (აღარაფერს ვამბობ "რეალ-TV"-ზე), თუმცა, ადამიანურად მათიც მესმის. როცა შენს უფროსზე ლეგენდები დადის (როგორი - ამის განსაზღვრა მკითხველისთვის მიმინდია). მესმის, რომ შიშით თრთი და ყველაფერს გააკეთებ, რომ კითხვა დასვა. სწორედ ასეთი, შიშნარევი და ისტერიკიანი იყო ბერაიას წამოხტომა და ფეხის ბაკუნი. 

აქვე: ივანიშვილს რომ ჟურნალისტები, ორგანიზაციები და კითხვები შეერჩია, ამ ლოგიკით, "რეალ-TV" ვერ მოხვდებოდა დარბაზში ყველა იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ამ არხმა გააკეთა.

პრეკონფერენციიდან, ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სუფთა პერსონის შთაბეჭდილება დამრჩა. ის ბრალდებები და არა კითხვები, რომლებიც ჩემი კოლეგების საშუალებით გაჟღერდა, ძალიან უსუსური იყო და ყველა მარტივად მოიგერია. 

P.S. პრესკონფერენციაზე არაფრის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი კითხვა იყო ცალ-ცალკე და ერთად, ამიტომ, აგერ გაგცემთ ყველას საერთო პასუხს.

P.P.S. 1. ფრჩხილებს არ ვიკვნეტდი;
           2. კითხვა იმიტომ ვერ დავსვი, რომ ამის საშუალება არ მომეცა ისევე, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობას. სამწუხაროდ, ვერც ტრიპოლსკისთვის მოვახერხე თვალების გამოთხრა - სხვებმა - უფრო გამოცდილებმა და  უფროსობისგან უფრო და/შეშინებულებმა დამასწრეს.
           


18 comments:

Rode said...

მადლობა ვასასი :)

litterator said...

მე ვიყავი გაოგნებული ლაივზე და წარმომიდგენია თქვენს რას განიცდიდით ყოველივე ამის შემხედვარე იქვე.
სამარცხვინო და საშინელი იყო რაც იქ ხდებოდა.:( :(

ველოდებოდი შენს პოსტს, მადლობა :)

GIO LI said...

es tripolski vinaa ar vici.. ise kai iyo.. :)

vasasi said...

ტრიპოლსკი არის ბიძოს პრეს-მდივანი. მანამდე მეცხრე არხი ებარა. :)

GIO LI said...

ააა,,,

Kato said...

აღარ ველოდი შენს პოსტს, მადლიობა <3
კითხვა რომ არ დასვით შენ და კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა სააგენტოდან, არ გამკვირვებია - არც ერთი არ ხართ მოძალადე...
დიიიდება თქვენს გაძლებას, წარმომიდგენია საათნახევარი რა დღეში იყავით....

fiqro said...

კარგია რომ დაწერე, ობიექტური ინფორმაციის დეფეციტის პირობებში ყოველი აბზაცი მნიშვნელოვანია

ჩორვენი¹³ said...

we suck in Art and Velo :|

ბაჩო said...

ტყუილად კი არ მიყვარხარ :*
ჰო, არც გეპირფერები ;)
ზუსტად ასეთი წარმომედგინა და სინამდვილე მაინტერესებდა რა ხდებოდა "იქ" :)

მადლობა შენ, რომ არსებობ და ასე მიუკერძოებლად თქვი ყველაფერი. აქამდე მეგონა, რომ მხოლოდ მე წარმოვიდგინე ქართველი ჟურნალისტები უკულტუროები, თავდამსხმელები (1–2 მასეთი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში არ გვაწყენდა) და თავისი უფროსები მოშიშნი (ეტყობა მხოლოდ სექსი აღარ არის საკმარისი ტელევიზიებში )სამწუხაროდ ადრე სექსს მეტი ადგილი ეჭირა ჟურნალისტის კარიერაში)).

ირმის ნახტომი said...

აბსოლუტურად სხვადასხვაა ბლოგებზე დაწერილი და ტელევიზიის ნაამბობი! მხოლოდ ესაა საკმარისი, რომ ჩემი პოლიტიკური კომპასი გაჩერდეს...

Taa said...

vaimee, rogor momnatrebia sheni Blogi <3

Anonymous said...

ივანიშვილმა ნაც. ჟურნალისტებს სახალხოდ ჩახადა, მათ კი არც შერცხვენიათ

Zurriuss.Ge said...

კარგია, რომ ეს დეტალები მოყევი და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცე ჩემი ვარაუდები. ბოდიში შენთან, ჩემს თავთან და კიდევ რამდენიმე სხვასთან, მაგრამ ქართული ჟურნალისტები არიან ყლეები!

გურამი said...

კარგია. და ზურიუსს ვეთანხმები.

Anonymous said...

ვასასი კარგია რომ დაწერე, ოღონდ რესპოდენტი კი არა რესპონდენტი.

Anonymous said...

ზურიუს ქართული ჟურნალისტები თუ ქართველი ჟურნალისტები?

vasasi said...

Anonymous: ვასასი კარგია რომ დაწერე, ოღონდ რესპოდენტი კი არა რესპონდენტი.

გმადლობთ რჩევისათვის, მიუხედავად იმისა, რომ "რესპონდენტი" არსად მიწერია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორი ფორმა ვიცი. ამ შემთხვევაში, ეს შენიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ კითხულობთ არასწორად ან უგულისყუროდ ან... :)

Anonymous said...

მადლობა პოსტისთვის!!!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger