ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და, როგორ შეიძლება, ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას არ დაეთანხმო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ტყავზე გაქვს გამოცდილი. ვეჩვევით მარგარინსა და შავ პურს, ვეჩვევით მამათა და შვილთა ბრძოლას, ინგლისურსა და კომპუტერსაც ვეჩვევით, ადამიანები..
ვერ ვიტყვით, რომ ცუკერბერგის დამსახურებით, მაგრამ თანამედროვე სამყარო ძალიან გახსნილი, ღია და გულახდილია. გულახდილი: პირდაპირი მნიშვნელობით.
მას ბუნებრიობა იზიდავს (მასში თანამედროვე სამყაროს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). იმდენად, რომ ერთადერთი, რომლითაც მას ლედი გაგა გააოცებს, ორდინალური მოქცევა იქნება.
ვაჟა იქით იყოს და, მანიაზე ვსაუბრობდით. ერთი პერიოდი, ჩვენს ქვეყანაში ჯერ შადრევნების მანია იყო, შემდეგ სამუშაო ადგილების. მანია ახლაც გვაქვს, ოღონდ ადრინდელი ერთსულოვნება გაქრა: მოსახლეობის ნაწილს ბიძინომანია სჭირს, ნაწილი მიშამანიას აწვება, თუმცა ხანდახან მგონია, რომ ისინიც ბიძინომანები არიან...
(ბიძინა იმიტომ ვახსენე, რომ ბოლო სტატისტიკის თანახმად, ქართული ინტერნეტსივრცის ტოპ-სერჩებს სექსის, ძუძუებისა და ნაშების შემდეგ სწორედ ეს სიტყვა შეემატა და, ჩვენ ყველანი რეიტინგებზე ვმუშაობთ)
ერი პირველად მაშინ ანერვიულდა, როცა აღმაშენებლის ძეგლი მოხსნეს და დიღომში წაიღეს. ჯერ იყო, გულღრძოებმა ატრიალეს წინ და უკან ცხენის უკანალის მიმართულება, მერე იყო და, სტალინის ძეგლი მოაშთეს (მაგის სანახავად დადიოდნენ გორში უცხოელი ტურისტები), ზოგიერთი ძეგლი ააფეთქეს და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, გულმოდგინედ ებრძოდნენ საბჭოთა ამაზრზენ მემკვიდრეობას..
გახსოვთ, ლედი გაგას სურვილი, გამოეშვა სუნამო სპერმისა და სისხლის სუნით? მას შემდეგ, თითქმის, ერთი წელი გავიდა, მონსტრების დედას მსგავსი არაფერი გაუშვია ქსელში, თუმცა, აშკარა მოთელვას გადის. ისე, გაგას უცნაურობებს იმდენად შეაგუა ხალხმა თვალი, რომ მისი ეპატაჟი ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული:
ხომ ვთქვით, რომ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი..
რა შუაშია, მაგრამ ანბანის ზეაღმართულ ძეგლს, აქეთ-იქიდან ისე კოხტად შემოუწყვეს სადომაზოხიზმის გამოვლინება: სათუთ კვერცხებზე მოსიარულე ტლანქი შლოპანცები, რომ მარილის მადლზე მოსაყრელად, ჩემს პრეზიდენტს იდეას ვთავაზობ:
უახლოეს მომავალში, სადმე, ხელოვნების ამ ორი უშესანიშნავესი ნიმუშის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თავკომბალის ფორმის ქანდაკება დავდგათ. მოგეხსენებათ რა, რომ ჩვენ, ქართველები, მოკლე ისტორიული მეხისერებით გამოვირჩევით, თავკომბალის ქანდაკება არ უნდა გვაძლევდეს იმის დავიწყების საშუალებას, თუ საიდან ვიქეცით ადამიანებად.
გთხოვთ, ამ ეტაპზე, განათლების სამინისტროს ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იდეას ვცეთ პატივი. მოგეხსენებათ, ცადაპყრობილი სვეტის, სათუთი კვერცხებისა და თავკომბალების საქმეში, მდგრადობა ძალზე მნიშვნელოვანი კონპონენტია.




9 comments:
:D:))) kai iyo
ვასასი, ეს შენ დაწერე? :)
რომელ მასწავლებელს დაუდგება გული, რომ სათუთ კვერცხებთან და ფალოსის კერპთან არ ჩაატაროს ექსკურსია? ეეეჰ, ვასასი, სად არის შენი პატრიოტიზმი :))))
აუჰ ისე პოსტმა ბევრი მაცინა . . . ჩვენ ისეთი ტემპებით მივიწევთ წინ მალე გაგასაც გაადავუჯოკრავთ :)
კი, გურამ. მე დავწერე.
რა იყო?
glamtaia: სად მაქვს პატრიოტიზმი, სამშობლოს ჩვეულებრივი გამყიდველი ვარ მე... :))))
კარგად ვიხალისე :D მადლობა შენ :)
ველოსიპედი დაგავიწყდა მგონი :)
ასეა, აღმასენებელს ქალაქის ცენტრიდან პერიფერიაში ვუკარით თავი და ამაყად დავდგით ველოსიპედი (ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მახლობლად მაინც მოუწია, მთლად სახლთან თუ არ გამოვიდა) :)
პ.ს. ვარდები რევოლუციის მოედნის შესაბამისია ზუსტად სპერმაც და ველოსიპედიც ;)
:)) ბათუმში აღარ რაა... აქ საკმარისადაა უკვე :)))
იიიშ! შენ შამოგევლე! :)) ასე დიდი ხანია არ მიკაიფია პოსტით!
კაი იყო :) ჭონქაძიდან გამოქანებული კაცის ქანდაკება მინდა მე!
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.