განა თეოდორი ან ბატონი ფიოდორი, არა. ასე მარტივად და უბრალოდ: დოსტოევსკი!.
რატომ დოსტოევსკი? იმიტომ, რომ ფიოდორი ბევრია მწერლობაში, დოსტოევსკი კი - ერთადერთი.
ძალიან მაგარია, როცა შენი სახელი ბრენდია. სიმართლე გითხრათ, დოსტოევსკის ნაწარმოებების წაკითხვისა ცოტა მეშინოდა. მეშინოდა იმიტომ, რომ როცა მის სახელს ახსენებდნენ, იქვე ამბობდნენ, რომ მიხაილოვიჩი ძალიან რთულ და ფსიქოლოგიურ რომანებს წერდა, რომ მისი გმირების გაგება რთულია ისევე, როგორც ნაწარმოების არსში ჩაწვდომა. სწორედ ამიტომ, 17 წლისამ ძლივს გავბედე "იდიოტის" გადაშლა, რომელსაც მოჰყვა "ყმაწვილი", "ეშმაკნი", "ძმები კარამაზოვები", "დანაშაული და სასჯელი"....
ყველაზე მეტად, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, "დანაშაული და სასჯელია". იმიტომ, რომ ეს წიგნი, სხვებისაგან განსხვავებით, მოგვიანებით წავიკითხე, ძალიან ნელა და თანმიმდევრულად, თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგიური მომენტები აქ გაცილებით ბევრი და მძიმეა, ვიდრე ზემოთჩამოთვლილ ნაწარმოებებში. დოსტოევსკის შეუძლია, ისე შეგიყვანოს როლში, რომ კითხვისას თვითონ განიცადო ყველაფერი, რასაც მისი ნაწარმოების გმირი განიცდის. ასე დამემართა რასკოლნიკოვის შემთხვევაში.
"ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკის ბოლო ნაწარმოებია. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს წიგნი მწერლის შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. მის ხელახლა გადაკითხვას, 50 წიგნის ფარგლებში, აუცილებლად ვაპირებ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ამ პროექტის ფარგლებში, "ძმები კარამაზოვების" პირველი ნაწილი გამოვიდა.
სიკვდილი ვახტანგურად
-
“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ
ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის
გრძნობა...
9 hours ago


5 comments:
მე არ მაქვს წაკითხული და ჩავუჯდები აუცილებლად..
"იდიოტი" და "დანაშაული და სასჯელი" <3 "ეშმაკნიც წაკითხული მაქვს...
პ.ს. ისა, უფრო ვრცელ პოსტს ველოდი :(
დრო არ მქონდა, უფრო დიდი რომ დამეწერა..
თან საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებზეც მიჭირს წერაც და კომენტარის კეთებაც. :)
თეოდორი კი არა ფიოდორი:D
:D :D :D
აუ რა მისალოცი ვარ... :)
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.