Tuesday, December 13, 2011

2011 წლის ბოლოს წინა ბოდვა

იარლიყების მიხედვით, ჩემს პოსტებს ბოდვებად ვყოფ. სწორედ ამიტომაც აღნიშნული პოსტი, 2011 წლისთვის ბოლოს წინა ბოდვაა. პროექტ 50 წიგნის ფარგლებში, მალე ახალი წიგნი იმ წლის 2 იანვარს გამოვა, რომელშიც, მაიას კალენდრის მიხედვით, ყველა დავიხოცებით.

მინდა, ერთგვარი შემაჯამებელი პოსტივით დავწერო. დაახლოებით, ერთი წელი გავიდა, რაც პროექტი დაიწყო რა მეც დავიწყე პოსტების წერა. ჩემი პირველი პოსტები, ცოტა არ იყო, სასაცილოა. არ ვიცოდი რა და როგორ მეწერა და ვბოდიალობდი (ვისაც დაგაინტერესებთ, 50 სექტანტური წიგნის განყოფილებაში გადახედეთ), თუმცა მერე მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ წიგნზე, საკუთარ მოსაზრებებს თუ დავწერდი.

ისე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წიგნის გარდა, რაც გამოვიდა და რაც მომავალში გამოვა (გამოქვეყნებულ სიას ვგულისხმობს), ყველაფერი წაკითხული მაქვს, საკუთარი აზრის წერილობით გამოთქმას რაღა უნდა?!
ჰოდა..
ასე დავიწყე ჩემი ღრმააზორვანი იდეების ფრქვევა ირგვლივ. მოვლენები ისე აეწყო, რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა და, რომ არა წიგნებზე საწერი პოსტები, ჩემი ბლოგი საკმაოდ დიდი შუალედებით გამოიღვიძებდა. ამიტომ, მინდა, ამ პროექტს, მადლობა გადავუხადო. სხვათაშორის, იმდენად რეიტინგულია წიგნებზე დაწერილი პოსტები, რომ ლამის დავფიქრდე: იქნებ, მხოლოდ წიგნებზე ვწერო?!

რაც შეეხება მიმდინარე კვირის კანფეტს..
დოსტოევსკის შესახებ უკვე დავწერე ერთი პოსტი. მის გენიალურობაზე ბოლო 100-150 წლის მანძილზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მე აღარაფერი დამრჩა სათქმელი. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ორშაბათს, "კვირის პალიტრას" პროექტის ფარგლებში, "ძმები კარამაზოვების" მეორე ნაწილი გამოვიდა.

ისე, ჩემმა ბიჭმა წიგნი უკვე მომიტანა.. <3

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger