Monday, December 19, 2011

ვასასობა 2011

დადგება დრო, როდესაც ჩაქვში დაჩას ვიყიდი, მერე, იქაურობით მოხიბლული, ადამიანების გახარებას გადავწყვეტ. დავკლავ საზამთროს (ცხვარს ვერ ვიტან და თან არც ხორცი მიყვარს დიდად), გავაკეთებ წიწიბურას ფაფას (აბა ფლოვის პატენტი უკვე სხვას ეკუთვნის, თან არც ბრინჯზე მეკეტება ჭკუა), გამოვაცხობ ლობიანებს, მოხარშავ ლუდს (ეს ორი უკვე კულტია) და ამ ყოველწლიურ დღესასწაულს ვასასობას ვუწოდებ. მანამდე კი..

მანამდე, ვასასობას ვიწრო წრეში აღვნიშნავ. ჯერ კიდევ შარშან, როცა მსგავსი იდეა პირველად მომივიდა, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი რა და როგორ გამოვიდოდა, მაგრამ გამოვიდა. ჰხოდა, წელს მასშტაბებს არ ვზრდი, მაგრამ იმავეს ვაკეთებ და კიდევ მომავალ წელსაც გავაკეთებ (თუ, რა თქმა უნდა, მანამდე არ დავიხოცებით).

მოკლე რეზიუმეს სახით: მიმდინარე წელს დაიწერა 120-მდე პოსტი, დაიწერა 3500-მდე კომენტარი, იყო ბევრი ვიზიტორი მიუხედავად იმისა, რომ მე ვწერდი იშვიათად, თუმცა ვეცდები, მომავალი წლიდან გამოვსწორდე. :)


ახლა კი, ვასასობის პირველ ნაწილს ვხსნი და ვიწყებ ნომინაციების გამოცხადებას:




#1. წლის პოსტი

 ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება ისე გამოაფხიზლა, რომ ძილის წამლითაც კი ვეღარ იძინებს. რა თქმა უნდა, შეფასებაში ვაჭარბებ, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ დაწერილმა პოსტმა ბიძოს რეზიდენციაში სტუმრობის შესახებ, ერთი წლის წინანდელი, საუკეთესო პოსტების რეიტინგი, რამდენიმე დღეში აკრიფა.

წლის პოსტი - იმ პრესკონფერენციის ნამდვილი ამბავი;








#2 წლის ვიდეო:

სიუჟეტს ვაკეთებდით, თუ რა გადის ეთერში და რას ფიქრობს საზოგადოება. ვოქსპოპზე რომ ვიყავით, გადაგვეყარა კოტიკო და.. ნუ, კლასიკაა, რაც მართალია, მართალია.. :)





 #3 წლის აღმოჩენა

ძალიან შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე. რა პოსტი იყო, აღარ მახსოვს. მაშინ დავტოვე კომენტარი (ჩვევა მაქვს: როცა ბლოგს ვკითხულობ, 95%-ზე კომენტარს ვტოვებ) და, როგორც წესი, პასუხის სანახავად შევედი. ძალიან თბილი პასუხი დამხვდა (ჯანდაბა, გამიხარდა) და ამით წათამამებულმა, რამდენიმე ძველი პოსტი გადავიკითხე. ძალიან მომეწონა და, მას შემდეგ, როცა ვიცლი ბლოგებისთვის, აქ სიახლეებს აუცილებლად ვეცნობი.

2011 წლის აღმოჩენა: მოლი ბლუმი თავისი ბლოგით;





#4 წლის ბლოგი

ვისთვის მოდად იქცა, ვისთვის ჩვევად, ვისთვისაც რეალობად გამოთქმა, რომ ბლოგებს ა(ღა)რ კითხულობს. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რომელ მათგანს მივეკუთვნები, რადგან ძალიან დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს, თუმცა არსებობს ბლოგი, რომლის ყველა პოსტს ვკითხულობ და მიხარია, როცა ჩემი გარებიძაშვილები განახლებას მიჩვენებს. არ დავიწყებ განმარტებების კეთებას, რადგან ჯერ კიდევ შარშან, მის მიერვე წამოწყებულ თამაშში, ძალიან ბევრმა ბლოგერმა დაასახელა საუკეთესოდ, აღმოჩენად და ა.შ.

წლის ბლოგი - ანინალანდი;





#5 წლის მჯიკებელი

ბლოგზე ძალიან ვზარმაცობ. იმ დონეზე მაქვს მიგდებული, რომ თუ არა წიგნებზე დასაწერი სავალდებულო პოსტები, აქაურობა კარგა ხნით დაიძინებდა. სწორედ ამიტომ, წლის მჯიკებლის ნომინაციაში გაიმარჯვეს წიგნებმა, კონკრეტულად კი წიგნებმა, რომლებზეც უნდა ვწერო.

წლის მჯიკებელი - 50 წიგნის პროექტი, რომელმაც მიცოცხლა ბლოგი;






#6 წლის მრჩეველი

როდესაც პრეზიდენტი, ან ვინმე ისეთი ტიპი გავხდები, რომლებსაც მრჩევლები დასჭირდებათ, კინემატოგრაფიის დარგში, აუცილებლად ავიყვან მას. თითქმის ყველა ფილმი მომწონს, რომელსაც მირჩევს. ჩვევად გამომიმუშავდა, რომ ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებს ფეისბუქით ვუზიარებ და, ნახევარჯერ მეკაიფება, მაგრამ მე არ მწყინს. :) ხუმრობებიდან გამოდინარე, რამდენჯერმე შემეპარა ეჭვი, არის თუ არა ნამდვილი სვანი. მოკლედ:

2011 წლის მრჩეველი - გიორგი ხერგიანი.









#7 წლის მკითხველი


შარშან, ფეისზე ჩვენი ფან-გვერდი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, შარშან ამ ნომინაციაზე არ მიფიქრია. წელს, როცა ვასასობის გამეორებაზე ფიქრი დავიწყე, ანუ, სადღაც გაზაფხულზე, უკვე ვიცოდი, ვინ იქნებოდა ამ ნომინაციაში გამარჯვებული. ჰხოდა ისა.... :))

წლის მკითხველი - გიორგი გერაძე;









#8 წლის სექტანტები:

ნახეთ, რა ზედმეტად საყვარლები არიან.. :))) ეს ერთ-ერთი ნაგლეჯია იმისა, რაც პერიოდულად მხვდება ხოლმე ვოლზე ან სადმე, კუთხეში..


2011 წლის სექტანტები: ლაშა ქავთარაძე და გიორგი არიშვილი;






#9 წლის ღალატი 

ერთი თვით ადრე უკვე ვიცოდი, რომ მიდიოდა (უფრო სწორად, ელოდებოდა შედეგებს), მაგრამ ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. აი, სულ ცამოწმენდილზე. ძალიან განვიცადე. დიდი გულჩვილობით არ გამოვირჩევი, მაგრამ, დაახლოებით, სამი დღე, ქრონიკულად ვაღვარღვარებდი ცრემლებს (რა თქმა უნდა, მალულად. აბა, ვინმე რომ გაეგო, თანამშრომლის სამსახურიდან წასვლაზე ვტიროდი, ხომ გასკდებოდა სიცილით).. მიხარია, რომ ამ ადამიანს ვიცნობ, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ამის საშუალება (დავით, არჩევანის უფლებას არ გაძლევ :D). ის ერთი წელი, რაც ვიმუშავეთ, დათო ჩემი მეწყვილე იყო და არა ოპერატორი, აბსოლუტურად ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ვგეგმავდით.. ხანდახან, ჩემზე მეტსაც აკეთებდა. ყოველთვის მქონდა მისი იმედი და ბოლომდე ვენდობოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. ეს პერიოდი ჩემთვის ერთი დიდი კომფორტი იყო, რომელსაც დათო მიქმნიდა და ძალიან ვწუხვარ, რომ როცა ჩემი ჯერი დადგა,მგონია, რომ ვერ შევძელი, სხვისთვის იგივეს შექმნა.
სხვათაშორის, შარშანდელი ვასასობისთვის დათო ძალიან მეხმარებოდა: სიგელების დიზაინი მას ეკუთვნის. <3

წლის ღალატი - დათო, რომელსაც წამქეზებელ გიორგი გერგაულთან ერთად ველი კუთვნილი სუვენირების გადასაცემად.. :))






#10 წლის გამომკვებავები:

უკვე შვიდი წელია, დედაჩემი ტელეფონზე ლაპარაკისას აუცილებლად ინტერესდება, ვჭამე თუ არა საჭმელი, მშიერი ხომ არ ვარ, სადმე ქუჩაში ხომ არ დავვარდი შიმშილისგან და სხვ.. მაგრამ მე მინდა, ჩემი ბლოგიდან დედაჩემს მივმართო: მას თავისუფლად შეუძლია, იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ნორმალური კვებისთვის შაბათ-კვირას არსებობს დედა, სხვა დანარჩენ დღეებში კი, მასტერქარდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ორი კეთილი ადამიანი, რომლებიც ძალიან მიყვარს არამარტო იმიტომ, რომ გადასარევ ბორში-ფართის ვაწყობთ ხოლმე.

წლის მკვებავები: და-ძმა მანძთიძეები;





# 11 კარლსონის წლის თანამშრომელი

მეგობრებო, მე ამ პოზიციაზე შემეძლო, უფრო ზემოთაც წავსულიყავი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა, პერსპექტიული, ჭკვიანი, გადასარევი, არაჩვეულებრივი ფინანსისტი საქალბატონე, ნამდვილად იმსახურებს დაფასებას ჩემი მხრიდან. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დღის განმავლობაში მშვიდად ვარ: ჩემი კარლსონი ხომ საიმედო ხელშია?!

კარლსონის წლის თანამშრომელი - მაიკო ბარნაბიშვილი;



მეგობრებო, ვასასობა ერთი წლით გემშვიდობებათ. გული არ დაგწყდეთ, მომავალ წელს თქვენც შეიძლება მოხვდეთ დიდი სექტის ყურადღების არეში. რაც შეეხება არაოფიციალურ სიტუაციას:

  • ვასასობის მეორე ნაწილი, იგივე აFტერფართი, იგივე დაჯილდოვება, გაიმართება პარასკევს, 23 დეკემბერს, მაკდონალდსში, სპორტის სასახლესთან. ლიმიტი: საღამოს შვიდიდან ათ საათამდე.
 თუ ვინმეს მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პმ  მომწერეთ და დამსახურებული ატრიბუტების მისაღებად ინდივიდუალურად დავკვალიანდეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტოვებთ თქვენთვის საგულდაგულოდ შერჩეულ სუვენირებსა და სექტანტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. :)


13 comments:

Gasto said...

აუ აუ აუ აუუუ <3<3<3

მოლი ბლუმი said...

საზამთროც ძალიან მიყვარს, ლობიანიც, ცხვარიც (ნებისმიერ ფორმატში). აი, ლუდზე და წიწიბურაზე ბოდიში... თავს შევიკავებ. ჩაქვზე და აჭარაზე არაფერს ვამბობ - ორივე ძალიან ჩემია. იმედი მაქვს, ერთხელ მაინც გეწვევი აგარაკზე :)

მანამდე კი აქაური ვასასობისთვის დიდი მადლობა :)

Gio Rgashvili said...

ვასას, მედიაპალიტრამ გადაწყვიტა, რომ პროექტ ”50 წიგნის” დასრულების შემდეგ გამოსცემს ”50 პოსტი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”-ს, რომელშიც ორმოცდაათივე შენი პოსტი იქნება! <3 :)))

vasasi said...

აუცილებლად ვიყიდი ორმოცდაათივეს.. <3

თამუნა said...

ვაიმეეე, ავჩუყდიი :) <3

გიო Li said...

:)) აუ, იმდენი ვიცინე, რომ ჩემმა ცნობილმა მეზობლებმაც კი დამირეკეს, რა ხდებაო.. :))))
წლის ოსკარად შეგიძლია ლიკას კანდიდატურა განიხილო.. რაც შეეხება 23-ში დაჯილდოვებას, მემგონი 22-ში ჯობდა მაი ამბავი.. :)) ან კვირას.. :)) რავიცი.. :))

vasasi said...

თქვენთვის იყოს 22.. :) უბრალოდ, ხუთშაბათი ცოტა მძიმე დღე გვაქვს სამსახურში და, მაგიტომ შევიკავე თავი ამ დროზე... :)))

გიო Li said...

ისე სუვენირები მეეც? მინდა რა.. თუ არ ვიყავი აქეთ, ჩაი ფართიზე ხო მოხვალ.. :*

vasasi said...

კი, შენც. დიდსულოვანი ვარ.. :D :D მოვალ ჩემი სუვენირებით... :)

Anonymous said...

მაგარია, მომეწონა ძალიან.

ბაჩო said...

ყოველი შემთხვევისთვის ჩანგლები გადამალე :)
რა იცი ვინმეს რომელიმე ნომინაცია რომ არ მოეწონოს – დაზღვეული იქნები ;)

Kate said...

ჰაჰაააა, რა მაგარია.
გილოცავთ ყველას, ვასასობა მაგარია.

შარშან მე ავიღე ვასასის სახელობის სერტიფიკატი.

ამონარიდი გალინკული პოსტიდან:

№ 14 - წლის არაბიოლოგიური დედა

ასე, უბრალოდ და მარტივად, ნომინაციაში გაიმარჯვა ქეით ერთიორისამიოთხიხუთიშვიდმა.. იმიტომ, რომ ასე მინდა..:)

Kate said...

ლოლ, ბაჩოს კომენტარმა დაგლიჯა :დდდ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger