უკვე ტრადიციად მაქვს, რომ ყოველი ახალი წლის დასაწყისში ვწერ სურვილებს, რომელიც მინდა, ამისრულდეს. შარშანდელი პოსტიდან ბევრი ნაწილი ამიხდა და, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ 2011 ძალიან საინტერესო და პროდუქტიული წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ინტუიცია ამჯერადაც მკარნახობს, რომ უკეთესი წელი მექნება, თუმცა მანამდე ჩამოვყრი გეგმებს, რომელიც უნდა განვახორციელო:
1. უნდა ვიყიდო blackberry - ეს ისე ძალიან მინდა, სულ კბილები მიკაწკაწებს და რომ ვხედავ, ერთ ადგილზე ვხტუნავ;
2. მომავალ წელს ამ დროს, სრულყოფილად უნდა ვიცოდე ინგლისური (მივაგენი არაჩვეულებრივ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ორ წელიწადში ენას სწავლობ და ინგლისურზე დავტესტავ);
3. მინდა, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ კარგად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია და.. :(
4. ფინანსურ ამბებში მინდა რომ კიდევ უკეთესად და უკეთესად;
5. პროფესიულად მინდა რომ წინ წავიწიო კიდევ. პლუს, დამატებითი მცონარული სამუშაოებიც არ მაწყენს;
6. ჭკუა მესწავლოს და სხვის გრძნობებსა და დამოკიდებულებებზე თამაშს გადავჩვეოდე (ამას ვერ მოვახერებ 100 წელი);
7. რამდენიმეკვირიან გასვლაზე არ ვიტყოდი უარს საზღვარგარეთ პროფესიულ ამბავში;
8. ზაფხულში მინდა, სტამბულს ვეწვიო, მანამდე რაღაცები დავგეგმო და თუ დავგეგმე, ორჰან ფამუქი გავიცნო, რაც ძალიან რეალურია.. <3
ძვირფასო მეგობრებო, მკითხველებო, შემთხვევით შემოხეტებულებო, ნაცნობებო, უცნობებო, გილოცავთ ახალ წელს, რომლის ბოლოსაც, იდეაში, კოლექტიურად უნდა ამოვწყდეთ, მაგრამ თუ თქვენ ჯერ არ იცით, დაგამშვიდებთ: მაიას მიხედვით სამყაროს აღსასრული 2012-ში კი დგება, მაგრამ კაციშვილმა არ უწყის, როდიდან და რა სიხშირით ითვლიდნენ ის პატივცემული ადამიანები დროს.
თუმცა ან ამას რა აზრი აქვს, იქნება 2012 თუ 2069, მაინც ყველანი დავიხოცებით.
სიკვდილი ვახტანგურად
-
“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ
ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის
გრძნობა...
9 hours ago


10 comments:
აგსრულებოდეს!
მადლობა, ბექ. შენც ასევე შენი სურვილები და გეგმები. <3
მოიცა კაცო, 2069 წელს გალეის კომეტა უნდა გამოჩნდეს, მთელი ცხოვრება მაგას ველი. :)
ჰმ, 2069-ში მე ვკვდები და მაგაზე დიდი კომეტა და განადგურება რაღა გინდა შე კაცო?! :დ
2112 წელს შევხვდებით პარიზში!.. :))) ყველაზე უხუცესების კონფერენციაზე.. :)))
ინგლისურის 2 წელიწადში სწავლის მეთოდს გაამხელ? :)
ადრე თუ გვიან მაინც დავიოცებით - აჰა! ;) იმედია ყველა სურვილი აგისრულდება. :)
ენის სწავლის მეთოდი რააააა :))))))
არაფერი განსაკუთრებული: ბევრი კითხვა ინგლისურად და ტვალებს თხრა ლექსიკონში და მერე ბევრი მოსმენა. უცებ, ერთ დღეს აღმოიაჩენ, რომ იცი.. :))
კითხვა გამომდის, ახლა მოსმენაზე გადავალ და ეგაა.. ;)
ჰოოოპ... და აგიხდება ყველა ;)
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.