დაფიქრებულხართ ოდესმე, რომ ჩვენ გარშემო ადამაიანები გამუდმებით მიდიან და მოდიან, ჩვენ კი ვრჩებით.
ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებთანაც გგონია, რომ ურთიერთობას გააგრძელებ, მეგობრები იქნებით კუბოს კარამდე, ვიღაცას შვილს მოანათლინებ, ვიღაცას ცხვირს დააბანინებ, ვიღაცას კუჭმაჭს გაუკეთბ.. მოკლედ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის უხილავი ძაფების გამობმას ვცდილობთ, რადგან ვიცით, რომ სხვა შემთხვევაში მათთან კავშირს ბუნებრივად დავკარგავთ და ეს არ გვინდა.
ჰო, აბა რა.. ადამიანებს ხომ ცვლილებების გიჟივით გვეშინია?!
რეალურად კი ის არის, რომ შეიძლება რიგით თანამშრომელთან უფრო მეტი საერთო გქონდეს, ვიდრე მეგობართან. იმიტომ, რომ სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებ. გავა რამდენიმე ხანი და უცებ ხვდები, რომ მეგობარი შორეული ხდება, იშვიათად ნახულობ, იშვიათად ინტერესდები მისი ამბებით და მერე ისე ბუნებრივად ქრება შენი ცხოვრებიდან...
ძალიან ვსევდიანდები ასეთ დროს. მე მინდა, რომ ბევრი ადამიანი მყავდეს გარშემო, რომლებსაც ვენდობი, მაგრამ რაც მეტ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს, საკუთარი თავია.
მეგობრის რა გითხრათ, მაგრამ თითქმის ყოველდღე მახსენდება ერთი ადამიანი, სულ ვფიქრობ მასზე, ხანდახან ისე მომინდება მისი ამბის გაგება, ტელეფონი ამიღია, რომ დამერეკა ან მიმეწერა, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ცოცხალი აღარ არის და ელდა მეცემა ხოლმე.
სიკვდილი ვახტანგურად
-
“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ
ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის
გრძნობა...
9 hours ago


6 comments:
პოსტის ბოლოს მეც ელდა მეცა :შ
უზომოდ მიჭირს ადამიანებთან დაშორება და ძალიან განვიცდი ყოველთვის. თანაც ყოველთვის ვცდილობ ურთიერთობის შენარჩუნებას და მტკივა, როცა აშკარად კიდიათ ეს ამბავი. დამასევდიანა პოსტმა, ისედაც ხშირად ვფიქრობ ამაზე. მეშინია ცვლილებების, იმიტომ რომ ყოველთვის ვკარგავ ვიღაცას..
ბუნებრივია ყველაფერი.
ყველაფერი იცვლება, მით უფრო ადამიანები.
ამ დროს კუჭმაჭია თითქმის უცვლელი.
გიყვარდეთ კუჭმაჭი.
ს.პ. ადამიანთა სევდა ~
:(((((( მე ჩემი უყურადღებობით ვკარგავ ახლა ახლო ადამიანს :( ვერ ვიცლი იმდენად ყველაფრის პასუხია, რომ უკვე მეშინია :(
შენ შემთხვევით ჩემს ბლოგზე იყავი თუ რა გჭირს? რამ დაგასევდიანა?! :)
ბოლო ხანებში არ წამიკითხავს, მაგრამ ადრე რაღაცა ასეთს კი მოვკარი თვალი და მახსოვს, რომ ვინერვიულე.. :)
რა ვიცი, უცებ მომაწვა და.. :(
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.