Saturday, March 19, 2011

ჩემი ბავშვობის კერპი



დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში (ამ სიტყვის კლასიკური თუ არაკლასიკური გაგებით) "კერპი" არ ჰყოლია.

მეც მყავდა ასეთი.
ბევრი არა, მაგრამ მყავდა.
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რატომ ჰგონიათ ხოლმე, რომ თუ ვინმე ცნობილი ადამიანი მოგწონს, ე.ი. მასზე ოცნებობ.. :D

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მე მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის კერპი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა და მის ეკრანზე გამოჩენას გულის ფანცქალით ველოდებოდი.

ის ფეხბურთელია.

ფეხბურთელი არა იმიტომ, რომ როდესმე ფეხბურთელი ბიჭები მომწონდა, რამდენიმე თამაშის ნახვის შემდეგ, სახასიათო გარეგნობითა და ძალიან მაგარი თამაშით დამამახსოვრდა.

დაახლოებით, ათი წელი მაბოდებდა მასზე. არასოდეს დამავიწყდება, როცა 7-8 წლის წინ პირველად ჩამივარდა ინტერნეტიანი კომპიუტერი ხელში და დიდი წვალებითა და ვაებით, ალესანდრო ნესტა დავსერჩე.

ბევრი რამ ვიცი მისი კარიერის შესახებ და უფრო ცოტა მის პირად ცხოვრებაზე. ვფიქრობ, დიდად საინტერესო არ უნდა იყოს თქვენთვის ამ ყველაფრის მოყოლა.


რას მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი და, უცებ გამახსენდა, რომ დღეს ალესანდრო ნესტა 35 წლის გახდა. რამდენიმე დღის წინ კი მისი გადაკვრით ნათქვამი ამოვიკითხე ინტერნეტში. წელს კარიერის დასრულებას გეგმავს.

მართალია, ორი წელია არც მილანისა და არც სანდროს თამაში არ მინახავს, მაგრამ ძალიან, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და უდიდეს პატივს ვცემ.

ტორტი არასოდეს შემიკვეთავს, მაგრამ პოსტი კი შემომეწერა აგერ.

 
Powered by Blogger