Saturday, September 10, 2011

უნივერსიტეტი, სექს.. ფული და ბევრი ფული

საუნივერსიტეტო დიპლომი საქართველოში ისეთივე აუცილებელი საჭიროებაა, როგორც ახალგაზრდა გოგოს სექსისათვის ქორწინების ან ჯვრიწერის მოწმობის ქონა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს ისე ძალიან ჰგავს, რომ პარალელის არგავლება დანაშაული იქნებოდა:


სტატუსის გამო, ხშირად ოღონდ გათხოვდნენ და სად გათხოვდებიან არ ფიქრობენ. ნაადრევი ქორწინების შემდეგ, ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ის არ არის რაც მათ ეგონათ და ცდილობენ, უღლიდან თავი ათასნაირი ხერხებით დაიხსნან. უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ასეა: ოღონდ ჩავაბაროთ და, სად ჩავაბარებთ, რა ფაკულტეტზე და როგორ, ხშირად არც კი ვუყურებთ. ერთი სემესტრის შემდეგ, უკვე ვნერვიულობთ, არჩევანში ეჭვი გვეპარება და საბუთებით ხელში ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე დავდივართ. აი, სასურველს რომ მივაგნებთ, უკვე ყველაფერი მთავრდება.

თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. იშვიათად არის შემთხვევები, რომ 14-16 წლის ასაკში დაოჯახებულნი ისევე ტკბილად აბერდებიან ერთმანეთს, როგორც სტუდენტი მთელი ოთხი წელი - თავიდანვე შერჩეულ ფაკულტეტს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს შეჩვევის მომენტი უფროა, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი რაღაცაა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ, ოჯახის შექმნის არ იყოს, თექვსმეტი წლის ასაკი, გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან ადრეა. მიუხედავად ამისა, ქართულ სინამდვილეში, სკოლის დამთავრებისთანავე, ვალდებული ხარ,  უმაღლესში ჩააბარო.  და უსაქმურობის 12 წელს კიდევ ოთხი დაუმატო. მხოლოდ ერთი განსხვავებით: ამ უკანასკნელში, საკმაოდ სოლიდურ თანხის გადახდას ან მთლიანად იღებ საკუთარ თავზე, ან ნაწილობრივ, უკეთეს შემთხვევაში კი სახელმწიფოს ატენი.

მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ - ანუ, სექტის წევრი, უფრო ზუსტად კი, ეროვნულები ჩავაბარე და ყველა ჯეკ-პოტი მოვიგე (ნუ, ეს იმიტომ რომ მაგარი ვარ). თუმცა, სანამ ჩავაბარებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ 100%-იანი დაფინანსება რომ არ ამეღო, ჩემი ქალაქში ჩამოსვლა, მინიმუმ, ერთი წლით გადაიდებოდა და უსტავლელიც დავრჩებოდი. თან, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ალტერნატიულ ვარიანტზე რომ მეფიქრა, ხაჭაპურის გამოცხობა მე არ ვიცი, სახლის დალაგება მესიკვდილება და არც მაინცდამაინც ოქროებზე ვგიჟდები. საააამაგიეროდ, ნიჭიერი ვარ, ბეჯითი, პერსპექტიული და ნარცისიზმით დაავადებული ისევე, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.. :D

ჰხოდა..

ჰხოდა, სანამ ყველაფერი გაირკვევოდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (შემოკლებით, როგორც თვითონ უწოდებენ, შგეც-მა) ცოტა არ იყოს, იმიტომ მანერვიულა, რომ შემდეგი თაობებსგან განსხვავებით, ჩვენ ოდნავ ტვიანიანები ვიყავით და, უნარებში ჩემი 84 ქულით, ასე, ორი კვირის მანძილზე, უსტავლელობის საფრთხის ქვეშ ვიდექი.

საბედნიეროდ, ჩემი ამბავი ისე დამთავრდა, როგორც ჰოლივუდური მელოდრამების უმეტესობა მთავრდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ მათთვის, ვინც ისეთივე ან უარეს გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც მე ვიმყოფებოდი ხუთი წლის წინ, საქართველოს ბანკი  სექტანტურ კონკურსს ატარებს (დაწვრილებითი ინფო, აგერ, ვიდეოში):


მართალია, თუ თქვენ ძალიან ნიჭიერი, გადასარევი და არაჩვეულებრივი ხართ, თუმცა ჩემსავით ლაპარაკი არ გეხერხებათ, კამერის გეშინიათ (სტენდაფი ვერ ჩამიწერია დღემდე) ან ვიდეოსათვის ხმის მიმცემი და არა დამლაიქებელი (კი ვერ ვხვდები განსხვავებას, მაგრამ ჯანდაბას) მცირე აუდიტორია გყავთ, თქვენი შანსები მცირდება, მაგრამ მთავარია (თუნდაც მწარე საკრედიტო გამოცდილების შემთხვევაში), ბანკის არ გეშინოდეთ და გჯეროდეთ, რომ სექტემბრის ბოლოს თქვენ ბანკი კი არ გამოგძალავთ, არამედ, პირიქით.. <3

P.S. ამ ოცნების კოშკების წვერზე მოსახვედრად, საჭიროა, istudy.ge -ზე შებრძანდეთ, დაათვალიეროთ, მწვანე ფერზე თვალები დაიმშვიდოთ, პრიზებს გაეცნოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რისთვის ხართ შესული: თქვენ, მაქსიმუმ, ერთწუთიანი ვიდეო უნდა გადაიღოთ AVI ან MOV ფორმატში. ვიდეოში, ნებისმიერი ფორმით, უნდა აღწეროთ, რატომ არის სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანი. მერე უნდა ატვირთოთ ვიდეო აგერ istudy-ს ამ ლინკზე, დააგროვოთ ყველაზე მეტი ხმა და თქვენმა უნივერსიტეტმა ფული, თქვენ კი - სათანადო განათლება (თუ ამას განათლება ჰქვია, რასაც საქართველოში იძლევიან) მიიღოთ.


კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ვინც აკრედიტირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა ან სწავლობს. არ აქვს მნიშვნელობა, ბაკალავრატსა თუ მაგისტრატურაზე. დანარჩენი ლინკები, ამბები და სექტანტობები ნახეთ ვებ-გვერდზე. :)


წარმატებებს გისურვებთ.
 
Powered by Blogger