Thursday, January 5, 2012

ზედმეტად მოულოდნელი პოსტი


ბოლო რამდენიმე თვეა, თვითგამორკვევის პროცესი მაქვს. რაც მისი შესაძლებლობები და გამოყენების ხერხები აღმოვაჩინე, ჩემს ტვინს სხვანაირად დავუწყე ყურება. არ მინდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მიგნებული გასაღები ვერ გამოვიყენო. ამიტომ, დრო მჭირდება. დრო, რომ რაღაცები დავალაგო.

ჩაკეტვის პერიოდი დამიდგა. არც ადამიანებთან ურთიერთობა მინდა, არც რამის კეთების სურვილი მაქვს. ოჯახის წევრებთანაც გავუცხოვდი. ისე ძალიან, რომ სახლში რაღაცები ხდება და მე ყველაზე ბოლო ვიგებ.

მინდა სადმე, კუთხეში ვიჯდე: ბევრი წიგნით, ლოგიკური ამოცანებით. ვიჯდე და ტვინში ვილაგებდე რაღაცებს.
არ ვიცი, ამისთვის რამდენი დრო მჭირდება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს უკვე აუცილებელი გახდა. იმისათვის, რომ არ დავკარგო ურთიერთობები და შანსები.

ჰო, ვერც ინტერნეტს ვიტან. აქ რომ შემოვდივარ, მგონია, ერთი დიდი ქაოსია და თხუთმეტ წუთში ისე მეღლება გონება, გეგონება კარგი დისკუსია გამოვიარე. :)

ახლა ორფან ფამუქის "შავ წიგნს" ვამთავრებ. მართალია, იქ მოყვანილი იდენტობის პრობლემებზე გარდატეხის ასაკში ვინერვიულე და მერე, რაღაცნაირად, დავკვალიანდი, მაგრამ მომენტებში მაგრად ჩამიკაკუნებს ხოლმე.. :)

ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს დრო და ფინანსები, რომ ერთი თვით სადმე, მიყრუებულ სოფელში გადავსახლდე. უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, უსინათლოდ, უტელეფონოდ..

დილით ავდგებოდი, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი, მერე ვიბოდიალებდი, ფიზიკურადაც ვიშრომებდი (არ ვიცი, თოხნა და ბარვა რამდენად გამომივა, მაგრამ სხვა რამეს გავაკეთებდი თუ ამას ვერა), მერე დაღლილი მოვიდოდი, რომელიმე წიგნში რამდენიმე თავს წავიკითხავდი და ჩემს ტვინს გავესაუბრებოდი.. :)

ერთი თვის მერე დავბრუნდებოდი და....
და, დავბრუნდებოდი.. :)

რა სამწუხაროა, რომ საკუთარი თავისთვის ამდენი ფუფუნების მიცემა არ შემიძლია.

როგორ გგონიათ, რა ჰქვია ამას და მეშველება რამე?!

8 comments:

litterator said...

დაიღალე, დასვენება გინდა :|

გურამი said...

Biisshi rom wax vide ar gina? Zafxulshi Kai Pontiac xolme. Dawwerilia I padit

Anonymous said...

ადამიანთა სევდა..
შეყვარებული გინდა და თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მხოლოდ სილამაზეს დაჯერდები გაგივლის.

vasasi said...

@გურამი

ზაფხულამდე გადავიფიტები და თქან იქ კარვები არ არის? ვერ ვიცხოვრებ კარავში.. :შ :))

@anonymous: არა, გმადლობთ, მაგ სეგმენტში ყელამდე ვარ პატივისცემით, თან ორმაგად არაფერი გამომდის ხოლმე შემოქმედებით ამბავში.. :)))

სიყვარულოვნა said...

მე შემიძლია წავიდე 1 თვით ზუსტად ისეთ სოფელში როგორიც აღწერე, ოღონდ სინათლე არის, მგონი. და თებერვალში, არდადეგებზე ვაპირებ წასვლას. -თვით თუ არა 2 კვირით მაინც.

vasasi said...

მშურს, ნათი.. :))

ჩემ მაგივრადაც დაისვენე... :)

Anonymous said...

დეპრესია გქონია და ვერ გაგიგია.

Anonymous said...

:) მარტო ყოფნა და რეფრეში გჭირდება.. არის ხოლმე ეგეთი მომენტები ცხოვრებაში... გინდა დეპრესია უწოდე და გინდა რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა... უბრალოდ მე 2-3 დღიანი სრული იზოლაცია მყოფნის ხოლმე ეგეთ დროს და მერე ძალიან მხნედ, პოზიტიურად და ნაყოფიერად ვაგრძელებ ხოლმე ცხოვრებას :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger