Sunday, January 8, 2012

ფული, ცოლი, მლიქვნელობა და ლამაზი მეგობარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი. სახელად ერქვა ჟორჟი და მთელი ცხოვრება სიმდიდრეზე, სახელსა და ბევრ ფულზე ოცნებობდა. ბედმა ამ ბიჭს ეს ღირსებები არ მიანიჭა, სამაგიეროდ, მათ მოსაპოვებლად მისცა კარგი გარეგნობა, შესაბამისი ენა და გონება. ბიჭი მოზარდობის ასაკშივე მიხვდა, როგორ უნდა გამოეყენებინა არსებული ღირსებები არარსებულის მოსაპოვებლად და მოქმედებას შეუდგა.

დაახლოებით, ეს შინაარსია გი დე მოპასანის "ლამაზ მეგობარში". წიგნი 1885 წელს გამოქვეყნდა და სიფუმფულეების გვერდით, რომელსაც საზოგადოება მანამდე იყო შეჩვეული, ზოლას, ფლობერისა და სტენდალის შემოქმედებასთან ერთად, გი დე მოპასანმაც რაღაცებს თავისი სახელი დაარქვა.

ძალიან ძნელია, დაწერო წიგნი, რომელიც დროს გაუძლებს, რომლის თემაც არ გაცვდება და ყველა ეპოქაში ერთნაირად იქნება აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ მოპასანი ან ფლობერი მნიშვნელოვან პრობლემებს ეხმაურებიან, ჩემი აზრით, შემდგომი პერიოდის მწერლებმა სათქმელი, ამ მიმართულებით, უკეთესად თქვეს და მათმა ნაწარმოებებმა თავისი დრო მოჭამა. ისევე, როგორც მერი შელის "ფრანკენშტაინმა", რომელიც თავისი დროის უდიდესი შოკი იყო, ახლა იმავე რეაქციას ვეღარ გამოიწვევს. მოკლედ, რომ არ განვმეორდე, ადრეც დავწერე. :)

მე მაინც მიმაჩნია, რომ ახლის შესაფასებლად, ძველი უნდა გქონდეს წაკითხული/ნანახი/მოსმენილი.. იმიტომ, რომ შედარებების პროცესში ბევრ საინტერესო აღმოჩენას პოულობ: ხვდები წმინდა წყლის პლაგიატს, მიბაძვას, ძველის გადმოტანას და ეს არამხოლოდ მწერლობაში ხდება.

მოდი, ვთქვათ, რომ მოპასანის "ლამაზი მეგობრის" წაკითხვა ყველა ვარიანტში ღირს, რადგან ის მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის ერთ-ერთი წარმომადგენელია და მისი გაცნობა მარტო იმიტომ ღირს, რომ ჩვენთვის დავასკვნათ, როგორ ხშირად ცდებიან ამ სიის შემდგენელები.

დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის ფარგლებში, მოპასანის "ლამაზი მეგობარი" გამოვიდა. 16 იანვრამდე მისი ფასი 8 ლარი იქნება.

2 comments:

გლამთაია said...

"ლამაზი მეგობარი" რომ წავიკითხე ძალინ პატარ ვიყავი და ძალიან დიდი ხანი დიურუაზე შეყვარებული დავდიოდი :) რაც შეეხება თავად წიგნს ის ალბათ დროს ადვილად გაუძლებს, მით უმეტეს თემა აქტუალურია. აკი ალფონსები და გაქნილ–გაქექელი ხალხი სულ იყო და ალბათ იქნება კიდდეც :)

Anonymous said...

kargi wasakitxi wignia.. tema aqtualuria da isea wigni dawerili gitrevs

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger