იყო და არა იყო რა, ვიყავი მე. ერთხელ, როცა ერთ მოვლენაზე, ყველა დასავლეთივით აღშფოთდა, შეშფოთდა და დაგმო, მე მოვიქეცი ცოტა უცნაურად და დავწერე ეს პოსტი. პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი და არაერთგვაროვანი.
პირადად მე, მიმაჩნია, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი, რადგან კარს უკან, ჩუმად, მოფარებით, უამრავი ბრავო და აპლოდისმენტი მივიღე. არ ვამბობ, რომ გამბედავი ვარ, რადგან მთლად ასეც არ არის საქმე. უბრალოდ, ის რაღაც კონდიციამდე მივიდა და როცა ასე ხდება, უთქმელს არაფერს ვიტოვებ.
ზემოთ მოყვანილ პოსტზე (რომელიც, იმედი მაქვს, წაიკითხეთ) გამომეხმაურა მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი. გამოხმაურება საჯარო სივრცეშიც არსებობს და შეგიძლიათ, იხილოთ აქ ბოლო ორი კომენტარი.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო: ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვიყავი მაქსიმალურად გულწრფელი. ეს პოსტი არ ყოფილა იმისთვის, რომ ვიღაცის თვალში ქულა დამეწერა ან დამეკლო. მე გამოვხატე ჩემი აზრი, განწყობა და ემოცია კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტულ ვითარებაში.
სიკვდილი ვახტანგურად
-
“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ
ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის
გრძნობა...
9 hours ago


6 comments:
პოსტს ეხლა წავიკითხავ, მაგრამ იცოდე, ზედმეტი თუ ვინმეს მოუვიდა მე მითხარი!.. :*
კარგი, გიო, გეტყვი... :*
ვნახე და გამეცინა, სადღაც სხვაგან არიან, ლოგიკის მიღმა
შეიძლება სულელურად გამომდის მაგრამ არ ვიცოდი სასულიერო პირებს ფეიბუქის პროფილი თ ქონდატ . . .
ბოჟე, გამოხმაურება არ მქონდა წაკითხული....
რიტორიკული კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ პასუხი ვიცი, არ გვეშველება არა :(
ასეთ თემებზე როცა წერ, მინიმუმ კარგად უნდა იყო გარკვეული საკითხში. აჯობებს, ისევ წიგნების რევიუები წერო, ბევრად უკეთ გამოგდის.
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.