Monday, February 6, 2012

როგორ ბაზრობენ ამაოებას

ჩემი სირცხვილი უნდა ვთქვა: კარგა ხანს, თეკერეი და ფოლკნერი ერთმანეთში მერეოდა. რა თქმა უნდა, მათი შემოქმედება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. მე ერთმანეთში მათი გვარები მერეოდა. საკმაოდ ადრეულ ასაკში წაკითხული "ხმაური და მძვინვარების" შემდეგ კი, ფოლკნერს დღემდე თავაზიანი ღიმილით ვუვლი გვერდს. აი, შარშან კი გავბედე და "ამაოების ბაზარს" დავავლე ხელი.

ალბათ, ჩემი ბლოგისა და პოსტების ამ სერიის აქტიურმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ემილ ზოლას რომანებზე ვგიჟდები. ვერ ვიტყვი, რომ "ამაოების ბაზარმა" "ხაფანგზე" ნაკლები დამმართა.

ეს არის წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის საზოგადოებაზე და, მინდა ვთქვა, რომ არამხოლოდ ინგლისის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა, მაშინ განვითარებული ქვეყნების საზოგადოებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

აკვანში დანიშვნა, ღალატი, გათხოვებაზე ფიქრი და ოცნება, დაბალი ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალის წარმატებული მცდელობა, იმ ერთადერთი იარაღის წყალობით, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ, შეიქმნას უზრუნველი მომავალი. შტერი და მიამიტი მდიდარი გოგო, საქმრო, რომელიც საცოლის საუკეთესო მეგობართან აბამს რომანს, მამა, რომელიც შვილს საცოლეზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ აიძულებს, რომ მამამისი გაკოტრდა, ხოლო როცა შვილი არ დაუჯერებს, მკვდარსაც კი არ პატიობს დანაშაულს.

გქონიათ შემთხვევა, როცა ნაწარმოების მთავარი გმირის სიშტერის გამო, მისი კარგად გატყეპვა მოგდომებიათ? აი, მთელი ნაწარმოების კითხვისას, მხოლოდ ეგ ერთადერთი სურვილი მიტრიალებდა თავში ემილიას გამო. ასეთი შტერი როცა ხარ, მართლა ყველაფერს იმსახურებ. <3

მოკლედ, ადამიანური ურთიერთობების გარდა, რომელიც ზერელედ მიმოვიხილე, წიგნში საინტერესო ისტორიული ეპოქაც არის მიმოხილული. გარდა ამისა, "ამაოების ბაზარი", ერთგვარად, ქალაქური ტიპის რომანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ აღწერილია მეცხრამეტე საუკუნის ლონდონის ყოველდღიურობა, კლუბები, ხალხის ინტერესები, დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ინდოეთის ფაქტორი, რაც, ცოტა ეგზოტიკურია და, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ ავტორი კალკუტაში გახლავთ დაბადებული.

მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ და არც წიგნი მოგეპოვებათ, მინდა გაცნობოთ, რომ დღეს კვირის პალიტრასთან ერთად, უკვე კლასიკად ქცეული სერიის ფარგლებში, უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზრის" პირველი ტომი გამოვიდა.

6 comments:

Anonymous said...

beki mikvars me mag wignshi kvelaze metad!

vasasi said...

მე არც ერთი გმირი არ მიყვარს. მე მგონი, ამ წიგნს დადებითი პერსონაჟი არ ჰყავს ისევე, როგორც ზოლას რომანების პერსონაჟებს.

ბეკის ვაფასებ იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად და გამოუვიდა კიდეც.
მიზანდასახული ადამიანები კი პატივსაცემები არიან. :)

Anonymous said...

mag mizandasaxulobis gamo zustad!torem bekisac bevri cudi tviseba aqvs.

Anonymous said...

კარგი ხარ:)

Anonymous said...

არ გადამრიოთ ახლა, რა აქვს ბეკის პერსონაჟს მოსაწონი. ეგეთი გულქვა და არაადამიანური გრძნობებით სავსე ადამიანი ამ ქვეყნად მგონი არ დაიარება. ზედმეტად უარყოფითად ვარ განწყობილი მის მიმართ. მაგას შენი თქმის არ იყოს შტერი ემილია ბევრად მირჩევნია.

Anonymous said...

მოკლედ, დავიწყებ იქიდან რომ ემილ ზოლამ ამ წიგნით მე სულ სხვა პარიზში გადამისროლა. ესაა იმდროინდელი რეალობის ძირფესვიანად წარმოჩენა, რომელმაც გამძაფრებული ზიზღნარევი გრძნობებით ამავსო.
პარიზის დაბალი ფენის ცხოვრება. სამყარო, რომლის მკვიდრნი ცდილობენ მის რიტმზე ფეხის აყოლას. საბოლოოდ კი თითოეული მათგანი ლაფში ამოთხვრილი, მყრალ ჭაობში ჩაცვენილნი და ტალახით შელამაზებულნი აღმოჩნდებიან. ვკითხულობდი, მივყვებოდი მათ ცხოვრებას ინტერესის გრძნობით, თუმცა ამავდორულად მათდამი უწმინდური გრძნობებით ვივსებოდი, ესაა წიგნი, რომელშიც უარყოფით პერსონაჟთა სიმრავლეს მძაფრად განვიცდიდი.
თითოეული პერსონაჟი, დაწყებული ჟერვეზათი, კოპოთი, ლანტიეთი, გაგრძელებული ლორილეებით, ვირჯინიათი და დამთავრებული პატარა ნანათი , არათუ ადამიანურ ღირსების უქონლობას განიცდიან, არამედ თვით ადამიანობას არიან მოკლებულნი. ესაა საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შემოსილნი არიან სუფთა პერნაგით , თავიანთ ჭუჭყსა და სიბუნძურეს კი შიგნით ინახავენ. თუმცა ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა თავისთავად, დრო და დრო ხდება.
წიგნის დასაწყისში, ვგულშემატკივრობდი პატიოსან ჟერვეზას, სიმპათიებით განვიმსჭვავლე მშრომელი კუპოს მიმართ. თანდათან კი ვხდებოდი მათი ფსკერზე დაცემის მოწმე, საიდანაც ლაფში ამოთხვრილნი ცდილობდნენ ამოსვლას.
არ შემიძლია გვერდი ავარო და არ განვიხილო მათი ღრეობის სცენები. ზოლას ყველაფერი ისე ზედმიწევნით ჰქონდა აღწერილი, თითქოს მათი ქეიფის და დროსტარების რეაულური მაყურებელი ვიყავვი, თითქოსდა მათ მაგიდაზე ჩემთვისაც გამოიძებნა პატარა ადგილი და იქიდან შევცქეროდი მათ სულიერად დაქვეითებას. მხოლოს ეს მომენტიც საკმარისია აიმისთვის, რომ დარწუმუნდე თუ რა დიდ მსხვერპლს წირავენ ისინი თავიანათი ხორციელი სიამოვნებისათვის. კონკრეტულად კი სული წარიწყმინდეს.
წიგნის დასასრულზე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უბედურებაში ჩაცვენილი არცერტი პერსონაჟის მიმართ სიბრალულის გრძნობა არ გამჩენია. თითქოს ეს დაიმსაზურეს, თავიანთი ნებით დაეცნენ და სამუდამოდ უკუაგდეს ყოველგვარი ადამიანური სიწმინდე.
ყველას გირჩევთ წაიკითხოვ ზოლას „ხაფანგი“. ეს მხოლოდ წიგნი არააა. ეს ცხოვრებაა. ცხოვრება, რომლის მსგავსი არასდროს არსად არ განმეორდება.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger