Monday, February 27, 2012

სიკვდილი

კომპლექსი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მტანჯავს, სიკვდილის კომპლექსია.
პირველად ხუთი წლის ვიყავი, როცა სიკვდილს გადავაწყდი (ბებია გარდამეცვალა). მას შემდეგ სულ მეშინია.

მეშინია არა ჩემი, არამედ, საყვარელი ადამიანების სიკვდილის. შემიძლია, ისტერიულად ვურეკო ოჯახის წევრებს, დავაყურადო სუნთქვისას, გამუდმებით დაძაბული ვიყო, რომ რამე ისე არ..

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიკვდილი, რაც კი შემხვედრია, ჩემი ჯგუფელის გარადაცვალება იყო. რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე ისე განვიცდი, როგორც მაშინ, როცა დამირეკეს და მითხრეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა კიდევ ერთი სიკვდილი შემხვდა, ვიფიქრე, რომ ადამიანი ისე უნდა კვდებოდეს, სხვებში ტკივილს არ ტოვებდეს.

მაშინ, როცა სიკვდილის შემდეგ სხეული რჩება, რომელიც იცი, რომ შენს საყვარელ ადამიანს, მეგობარს, ნათესავს ან ვინმეს ეკუთვნოდა, რომელიც უცნაურ მასად ქცეულა და მერე რამდენიმე დღის მანძილზე მისი ყურება გიწევს, ეს დამატებით სტრესს იწვევს. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა, ადამიანი კვდებოდეს ისე, რომ კვალს არ ტოვებდეს. ან ტოვებდეს, მაგრამ უმტკივნეულოს, ისეთს, რომ ზედმეტ სტრესს აგაცილებდეს თავიდან.

ისე, ზაფხულში სიკვდილი საშინელებაა. ჯერ ერთი, სიცხეა, მეორეც, დასვენების პერიოდია, შემოდგომაზე სიკვდილიც არ არის სასიამოვნო, განახლებული მუშაობის პერიოდია და ხალხს ხელს შეუშლი. ზამთარში ცივა და შენს პანაშვიდზე მოსვლა ყველას დაეზარება, გაზაფხულზე კი რა დროს სიკვდილია, როცა სისხლი დუღილს იწყებს?

ეჰ, არასდროს უნდა კვდებოდეს ადამიანი..



5 comments:

ჩორვენი¹³ said...

არასოდეს არავინ რომ არ კვდებოდეს დედამიწა დიდი წნის წინად ჩამოვარდებოდა ორბიტიდან და სადმე კოსმოსში ჩაიკარგებოდა სიმძიმისაგან : ) ან მეორე ვარიანტია გაიხლიჩებოდა შუაში და გახდებოდა ორ პლანეტიანი პლანეტა - შიმშილით, სიცივითა და სიბნელით აღსავსე (ისე ეს ეხლაც მოსალოდნელია ადამიანების სიდებილიდან გამომდინარე)

გიო Li said...

რომ მოვკვდები დამწვით.. :))

Anonymous said...

უნდა ვკვდებოდეთ 90 წლის ასაკში,ისიც ძილში უმტკივნეულოდ, მშვიდად.
ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ..

სიყვარულოვნა said...

არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები :შ

Anonymous said...

ერთგან წავიკითხე ასეთი აზრი: "არავინ თავისთვის არ კვდება, ყველა ვიღაცას უკვდება."-და გონებაში ჩამყვა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger