Monday, March 19, 2012

ღვთაებრივი კომედია

პოეზიისა და პიესების კითხვა იშვიათად, რომ სიამოვნებას მანიჭებდეს. განსაკუთრებით, რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ნაწარმოებების წაკითხვა მიჭირს: ენა, რომლითაც მაშინ სათქმელს გადმოსცემდნენ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ კი ვბლატაობთ "ვეფხისტყაოსნით", მაგრამ იმ ეპოქაში რუსთაველი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც რაღაცების გააზრება და თქმა გაბედა. შუასაუკუნეების რომაული ეკლესიის მხრიდან საშინელი ტერორის პირობებში შეიქმნა "დეკამერონი", რომელში გამოთქმული პრობლემატიკაც კონიაკივით ძველდება და აქტუალობას არ კარგავს.

მე არ წამიკითხავს ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" და არ დავმალავ, რომ სურვილიც არასოდეს გამჩენია. ვიცი, რომ თემატიკა ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას ეხება და ჯოჯოხეთისა და სამოთხის შრეების აღწერას შეადგენს.

"ღვთაებრივი კომედია" ისეთი ტიპის ქმნილებას განეკუთვნება, რომელში ჩაქსოვილი ფარული აზრისა და სიღრმის გამოკვლევით, და ვინჩის შემთხვევისა არ იყოს, ადამიანები არასოდეს იღლებიან. პრინციპში პოპულარობის კუთხით, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ჩემთვის უფრო ახლობელი მაგალითი რომ მოვიყვანო, ბითლზის ყველა სიმღერას ადამიანები სხვადასხვაგვარად იკვლევდნენ და დაშიფრულ ტექსტს ეძებდნენ. ამ დროს, "Lucy in the sky with Diamonds", ლენონს აზრად მაშინ მოუვიდა, როცა შვილმა, ჯულიანმა ნახატი აჩვენა, სადაც მისი თანაკლასელი, ლუსი ჰყავდა გამოსახული, "I'm the Walrous" კი ტელევიზორის ყურებისას ალაგ-ალაგ მოსმენილი და ამოკრეფილი სიტყვებით არის შედგენილი და არანაირ შინაარსს არ ატარებს, მაგრამ მტკიცების მიუხედავად, ავტორებისა არავის არასოდეს სჯეროდა და კვლევა ისევ მიმდინარეობს..

მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ინტელექტის შედეგია, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, რადგან ის იდუმალება ინტერესს სძენს. მგონია, რომ და ვინჩის "მონა-ლიზა", არ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი, ამდენი კითხვა რომ არ იყოს მის გარშემო, რუსთაველის ვეფხისტყაოსანის კვლვას ამდენი საუკუნის მანძილზე უამრავი ადამიანი არ შეალევდა ძალას, იმ კაცს რომ ყველაფერი ცხადად ეთქვა და ა.შ.

დღეს დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" გამოვიდა და იმდენი ვწერე, რომ წაკითხვის სურვილი გამიჩნდა.

3 comments:

რუსო said...

ერთი ნაკლი აქვს ქართულად თარგმნილ ღვთაებრივ კომედიას: თარგმანის თარგმანია. ჯერ თარგმანში იკარგება ბევრი რამ, მერე მით უმეტეს კიდევ იმის თარგმანში. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას თარგმნილია, მაინც დიდი ვერაფერი, გერმანულიდან თარგმნილი და მეგრული მელოდიურობით დაწერილი, ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ ერთხელ წასაკითხად ღირს. ჩემი რჩევა: ქართულად არ არსებობს სხვა თარგმანი და სხვა ენაზე თარგმნილი წაიკითხეთ, ოღონდ ორიგინალიდან.

რუსო said...

P.S. გამსახურდიამ გერმანულიდან თარგმნა

vasasi said...

ისე, ამბობენ, მაჩაბლის ნათარგმნ "ასე ამბობდა ზარატუსტრას" ძალიან ახლოს დგას ორიგინალთანო..

ყველა პოლიგლოტი ხომ არ არის, ორიგინალში რომ შეძლოს კითხვა? :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger