Monday, April 2, 2012

აკრძალული წიგნი

ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ. რაც უფრო მეტს უკრძალავ, მით უფრო მეტად ძვრებიან დაკეტილ სივრცეში.

ასე დამემართა ოდესღაც, როცა სახლში, ზემო თაროსთან სკამი მივიდგი და სქელტანიანი წიგნების გადათვალიერება დავიწყე. ერთი აღმოვაჩინე, არ ვიცი, რატომ დამაინტერესა, ჩამოვიღე და კითხვას შევუდექი.

საინტერესოდ დაიწყო. ისე, როგორც კონკია იწყება: დაჩაგრული ობოლი, განებივრებული ბიძაშვილები, ბავშვთა თავშესაფარი, იქ მიმდინარე ბრძოლა გადარჩენისათვის...

ერთ მშვენიერ დღეს, მამიდაჩემმა დაინახა, რომ "ჯეინ ეარს" ვეჭიდებოდი. მთელი ამბებით წამართვა და დამალა: საშენო არ არისო. მეწყინა არ ჰქვია იმ გრძნობას, რაც მაშინ განვიცადე. ძალიან ბევრი ვეძებე, თუმცა დამალულ კანფეტს ვერ მივაგენი. დავივიწყე და სხვა წიგნის კითხვა დავიწყე.

ერთი-ორი წლის შემდეგ, საწოლის ქვეშ დამალულს კი მივაგენი, თავიდანაც დავიწყე კითხვა, თუმცა ბოლოში არ გავსულვარ. ისიც არ ვიცი, როგორ მთავრდება საბრალო ჯეინის თავგადასავალი. სიმართლე რომ ვთქვა, არც მაინტერესებს. ალბათ, როცა დავიწყე, მაშინ უნდა დამემთავრებინა. არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა მამიდაჩემმა, რომ ის საჩემო წიგნი არ იყო. ნახტომებით კი მაქვს წაკითხული, თუმცა რამე განსაკუთრებული უხამსობა არ მახსენდება. მით უმეტეს, ძალიან პატარაც არ ვიყავი, რამე რომ ვერ გამეგო (ნუ, უელბეკზე კი მივიღებდი შოკს).

ჰხოდა, ასე, მეგობრებო. მამიდაჩემის წყალობით, "ჯეინ ეარი" ჩემი შავი სიის ერთ-ერთი წიგნია (ვიცი, რომ ცხოვრებაში არ წავიკითხავ "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს"), თუმცა, ძალიან ბევრი აქებს და, მეც შემიძლიათ გითხრათ, ფრიად საინტერესოდ იწყება. ასე რომ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, დღეიდან საშუალება გაქვთ, 50 წიგნის ფარგლებში, სულ რაღაც, რვა ლარად შეიძინოთ ჯეინ ეარიანი "კვირის პალიტრა" და სულმოუთქმენლად შთანთქოთ შარლოტა ბრონტეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანი.

5 comments:

Toma said...

akrdzalul cignebs unda vumadlode imas rom adreul bavshvobashi shemomekitxa dekameroni da 1001 game. mashin martla azrze ver movedi ratom mikrdzalavdnen zgaprebis kitxvas :D :D

ჯეინ ეარi da anjelika dzalian popularuli wignebi ikvnen chnsken, magati cakitxva aravis daushia :D :D

Anonymous said...

jane eyre 11 wlisam wavikitxe. dedam wamakitxa,ro vtxove tu seidzleboda.misi sayvareli wigni iyo turme.

გურამი said...

მე მასე წამართვეს "ჯეინ ეარი"-ც და "წმინდა ბუნაგი"-ც. მერე ჯეინ ეარს კინოს ვუყურე და წიგნი აღარც წამიკითხავს. "წმინდა ბუნაგზე" კი მაგრად ვიკაიფე.

vasasi said...

"წმინდა ბუნაგი" არ ვიცი რა წიგნია. ვის ეკუთვნის?

Anonymous said...

ჯეინ ეარი აკრძალული წიგნების სიაში არ შედის უბრალოდ შეიძლება დედაშენმა ჩათვალა რომ შენი ასაკისთვის მაშინ შეუფერებელი იყო.მსოფლიოში აკრძალული წიგნების სია კი დაახლოებით 100 აღწევს და იმიტომ არ დაბეჭდეს რომ წიგნში ხშირად დიდი რაოდენობით ძალადობა იჩენდა თავს

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger