Thursday, April 5, 2012

რასთან გაქვს სექსი?


ინტერნეტით ვიდეომასალას იშვიათად ვნახულობ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ვიდეომასალას წავაწყდი. თემა ლიტერატურას ეხებოდა და ცდუნებას ვერ გავუძელი.

ვიდეო, სახელწოდებით: „რომელ პერსონაჟთან გექნებოდათ სექსი?“ სხვა არაფერს ასახავდა, თუ არა გამოკითხული ადამიანების საყვარელ გმირებს და პირველად დავიფიქრდი, რომ შესაძლოა, ყველა იმ სიტყვამ, რომელიც ნებისმიერი ტიპის სიყვარულს თუ სიმპათიას გამოხატავს, დღეს სახე იცვალა და ერთ სიტყვა - სექსში გაერთიანდა.

ბოლო პერიოდში სექსი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ძალიან აქტუალური გახდა, რასაც გარემო პირობებიც უწყობს ხელს. რაც უფრო უკომპლექსოდ და თამამად წარმოვსთქვამთ, მით უფრო კარგი ტიპები ვჩანვართ და ჩვენც ცდას არ ვაკლებთ.

სექსი ახალი სიტყვაა, რომელიც, თითქოს აკრძალულ ხილთან ასოცირდება და თუ სადმე, განსაკუთრებით, სათაურში ჩააკვეხე, განურჩევლად იმისა, რა შინაარსის იქნება, იცი, რომ კონტენტს უამრავი ნახვა გარანტირებული აქვს. მაგალითად ისევ ზემოაღნიშნულ ვიდეოს მოვიყვან: ავტორს რომ მასალა სხვანაირად შეეფუთა, ისეთი პოპულარული არ იქნებოდა.

გამოდის, რომ ტიპმა, ჩვეულებრივად, მოატყუა მაყურებელი, თუმცა, აქ ერთი პრობლემა გვაქვს: როდესაც მსგავსი შემთხვევა ერთხელ და ორჯერ ხდება, შემდეგ კი პერმანენტულ ხასიათს იღებს, ინტერესიც იკარგება და ავტორისადმი ნდობაც.

ზოგადად, სიტყვები, ურთიერთობები, ადამიანები და სხვადასხვა სახის მატერიები მით უფრო ხუნდება და კარგავს თავის მნიშვნელობას, რაც უფრო ხშირად ვიყენებთ. მე მაინც მგონია, რომ პერედოზირება უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ხანდახან კი იმასაც ვფიქრობ, რომ „სექსის“ ასეთი პოპულარობა „აზაბოჩენობის“ ბრალია. ადამიანები ხომ მოწოდებით ასეთები არიან?! J

P.S. თქვენ გაგჩენიათ ოდესმე, რომელიმე წიგნის პერსონაჟთან სექსის სურვილი? 

7 comments:

tamtajaparidze said...

მე ვუყურე მაგ სიუჟეტს და დავაშეარე ფბ-ზე, თან მივაწერე, ეხლა დორიან გრეის ვკითხულობ-მეთქი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, აუ, აი ამ პერსონაჟთან სიამოვნებით დავწვებოდითქო... და რომც "დამაფიქრეს", მაინც არ გამჩენია სურვილი

სიყვარულოვნა said...

ე, არა რატო.
არ იყო აქ საყვარელ პერსონაჟებზე. სიუჟეტი იყო იმაზე თუ რომელ პერსონაჟთან ექნებოდათ სექსი. კომენტარებში მეც დავასხელე ოქტავი, სოუ? სულაც არაა ჩემი საყვარელი პერსონაჟი და არც არაფერი. პროსტა კითხვის დროს სხვანაირად მივუდექი იმიტომ რომ სხვანაირად იყო არწერილი. ასე რომ, მგონი ცოტა ზედმეტად კრიტიკულად მიუდექი დათოს სიუჟეტს.

გურამი said...

სეკასა ოშენა ნე ხვატაეტ, ნაშაინიქა მა.. :( ერთხელ ვიკითხე, ყველა რომ ამ ტაბუდადებულ თემებზე ლაპარაკობს, ისევ ტაბუდადებული რჩება ეს თემები თქო? ხოდა ქართული სექსუალური რევოლუციის პერიოდში ვართ და რას ვიზავთ, არეულად მიდის ეს პროცესიც, როგორც სხვები.

vasasi said...

ვგიჟდები ექსპერტულ დასკვნებზე სპეციალისტებისგან. :))))

fiqro said...

საინტერესო სატაურების წერა როგორც იქნა ისწავლეს ქართულ ინტერნეტში, ახლა დაველოდოდთ საინტერესოდ წერას როდის ისწავლიან :) კმაყოფილი ადამიანი სექსზე არ გაჰყვირის, სექსით კავდება. აქედან დასკვნა, რაც მეტს ვყვირივართ მით უფრო გვიჭირს, რევოლუცია არა ცელი :)

Da-v-iD said...

ხორცი ყოველთვის იყიდება... არა მხოლოდ საქართველოში! :) ჩვენთან ეს ახლად დაამუღამეს და ამიტომაც "კაზმავენ" და ამლაშებენ როგორც წესი. თუმცა დავამუღამებთ ალბათ მერე "დოზირებას"

Kate Martin said...

როგორ მაღიზანებს ყველაფერში "სექსი" რომ არის გაჩხერილი. ასე მგონია, რომ ამ ხალხს ინტერესი აქვს დახშობილი.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger