Saturday, April 28, 2012

საუკეთესო მეგობრის ქორწილი

თავის დროზე, ერთმა ჩვენგან თავმოყვარეობაშელახულმა მოხუცმა გვითხრა, გავა რამდენიმე წელი და თქვენ ერთად ვეღარ იქნებითო.

ჩვენ ვუთხარით.. არა, არაფერი გვითქვამს. ირონიულად ჩავიცინეთ.

ჩვენ სამს ერთად ძალიან ბევრი დრო გვაქვს გატარებული. ლუდი, ლობიანი, იდეები, საქმეები, ემოციები, გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ საკუთარ და სხვის თავზე გადახტომას ნიშნავდა და ნდობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს და რომელმაც პირველად მაგრძნობინა რომ მე ნამდვილი მეგობრები მყავს.

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. გვაქვს საქმეები, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვეღარ ვნახულობთ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობთ, როდის გვჭირდება კონტაქტი.

ფაქტია, რომ რაღაცა არსებობს ჩვენ შორის.
რაღაც, რომელსაც სხვები ვერასოდეს მიხვდებიან და არც ახსნას აქვს აზრი;
რაღაც, რამაც დღეს ერთმანეთს ჩახუტებულები კიბეებთან სამივე დებილებივით გვატირა;
რაღაც, რამაც დღევანდელი პირობები მიგვაცემინა ერთმანეთისათვის;
რაღაც, რამაც ტრადიციული ცერემონიების დაწყებამდე მისთვის ხელის დავლებისა და ჯანდაბაში გაქცევის სურვილი გამიჩინა;
რაღაც, რამაც ამ ემოციების გააზრებისას კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ ჩვენი ურთიერთობა არც ჩვეულებრივია და არც ნამდვილი. ჩვენი ურთიერთობა სხვა განზომილებაა, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

მე დღეიდან გათხოვილი კი არა, ოჯახიანი მეგობარი მყავს.

7 comments:

kanario said...

გილოცავ : ))
თუ ვულოცავ... თუ როგორც არის <3

ბაჩო said...

და შეიძლება ის მოხუცი მაინც მართალი აღმოჩნდეს ბოლოს :)

vasasi said...

მის მაგივრად გიხდი მადლობას, კანარიო. :*

ბაჩო, შეიძლება არც აღმოჩნდეს.

Kate Martin said...

მოიცა დავიბენი. შენს მეგობარს გულისხმობ თუ ხათოს დაქალს???

გიო Li said...

:) ჩაი.. :))

vasasi said...

მეც მინდა ჩაი. :)

neandertalely said...

ააააააწ <3 "ჩვენი ურთიერთობა სხვა განზომილებაა" <3
პ.ს ლობიანი მომინდა :/

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger