Friday, May 11, 2012

სანდრო მიდის

ყოველთვის მეგონა, რომ  თუ მისი წასვლის შესახებ გავიგებდი, მიმართულება მხოლოდ ერთი იქნებოდა - მშობლიური, თბილი და ტკბილი.

თუმცა, შევცდი.

სანდრომ გადაწყვიტა, პერო გაირჭოს და უფრო ფული მოხვეტოს (რაც, ისედაც არ აკლია). ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიდის, თუმცა სად, ჯერჯერობით, უცნობია. მარტო სურვილი გამოთქვა, რომ ოკეანის მიღმა უჭირავს თვალი.

არა, არაფერში ვამტყუნებ.
ამ ბლოგზე სანდროს არაერთი პოსტი მიძღვნია და ახლაც მინდა, იგივე დავაფიქსირო. ის ჩემი კუმირია და მისი კარიერული გადაწვეტილებები, პრინციპულობა თუ მოტივაცია ყოველთვის დამატებითი სიმპათიებით განმაწყობდა მის მიმართ.

დატოვა ლაციო იმიტომ, რომ კლუბი გაკოტრებას გადაერჩინა (ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და მასში აღებულმა მილიონებმა ლაციოს სულზე მოუსწრო);
მილანში არაჩვეულებრივი10 წელი გაატარა;
ჰქონდა უამრავი ტრავმა, მათ შორის, ისეთებიც, სხვა ფეხბურთელებისათვის რომ კარიერის დასასრული იქნებოდა, თუმცა სანდრო ყველა ჯერზე გამოძვრა.
უმძიმესი ტრავმებიდან მოედანზე დაბრუნებული ყოველთვის ის ნესტა იყო, რომლის დაცვის გარღვევაც, დღემდე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რაც მის შესახებ ვიცი, ინტერვიუები წამიკითხავს და ა.შ, საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა,  ვერაფრით გავშიფრე, რამ გადააწყვეტინა იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, ამერიკაში კარიერის გაგრძელება?

სანდრო მიდის.
ჩემი სანდრო.

6 comments:

tamara said...

მეგონა, პანფილოვზე წერდი :))))))))

ნატა said...

რა წინასწარ განგისჯია, ჯერ ხომ არ წასულა ამერიკაში. აგერ პიპო და რინო კი აპირებენ სახლში წასვლას :(

vasasi said...

პიპო ისევ იდეალური ქალის ძებნას გააგრძელებს, რინიო კიდევ კალაბრიაში ვენახებს მოუვლის.. :)))
ზეედორფი ბრაზილიაში წავა.
სანდრო იქა.. <3

ჩემი სანდრო.. :(

მილანი მომიკვდა.. :შ

ბაჩო said...

მილანში მალდინიც იყო :)
თუმცა ფული ბევრ რამეს განაპირობებს. მაგალითად:
1) ბექჰემი გაიზარდა მანჩესტერში, კარიერის მწვერვალზე მადრიდში გადავიდა და ის დევიდი ვეღარ იყო, იქედან ამერიკაში "მოხია" :)
2) მარადონა არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, თამაშის დირიჟორი, ბარსელონაში დიდხანს არ გაჩერებულა და ნეაპოლში უდიდესი კარიერა მოიწყო, თუმცა აქ უკვე დიდი ფული ჩაერია და ნარკოტიკებიც შეურიეს. ეხლა ის მილიონები არავის უკვირს და კარიერებსაც არავის უფუჭებენ.

ასე რომ, ჩემო კარგო, სანდრო კი არა მე დავბერდი აგერ :)

ჰექსე said...

ჩაგისკდეს თავი

vasasi said...

:D :D :D :D :D :D

მიყვარხარ, მამიდა.. :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger