Thursday, May 24, 2012

სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ლუდი

ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა ინტერნეტში მეილ-ბოქსების შემოწმებისას, ერთ-ერთი წერილი დამხვდა. კომპანია ჯეპრა ლუდ "EFES"-ის ფართიზე მეპატიჟებოდა.

ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ჩვეულებრივი ფართი, ლუდით, კარაოკეთი და ა.შ, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიურპრიზებიც გველოდა.

როგორც იქნა, მივიტანე სული დანიშნულ დღემდე. სამსახურიდან გამოსულმა რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი გადავდგი და ჩავირბინე studio5-ში, სადაც ფართი იმართებოდა.

შესვლისთანავე დაგვხვდა ჩვენთვის განკუთვნილი მაისურები შესაბამისი წარწერით, ლუდი და ბანერი, სადაც პოზირება შეგვეძლო.. :)



მერე ვნახეთ "EFES"-ის კლიპი, ცოტა ლუდი დავლიეთ, სახალისო ვიქტორინები ვითამაშეთ და ხმის ჩახლეჩვამდე ვიმღერეთ. მე ცოტა ადრე წამოვედი, თუმცა ივენთის ორგანიზატორებმა თითოეულ ბლოგერს დამატებით, ექვსი ბოთლი ლუდი გამოგვატანეს. <3





სიმართლე გითხრათ, "EFES" პირველად ივენთზე დავაგემოვნე. ბევრი სახეობის ლუდი არ მაქვს გასინჯული, თუმცა რაც დამიტესტავს, მათ შორის "EFES" უკვე ერთ-ერთი ფავორიტია. რბილი გემო აქვს და სასიამოვნო დასალევია. სხვათაშორის, ის თურქული ბრენდია და ქართული კომპანია "ნატახტარი" (რომლის ლუდიც, თქვენი არ ვიცი და, მე ძალიან მესიმპათიურება), მისი შვილობილი კომპანიაა.

ესეც მე, მეგობრებთან ერთად:






P.S. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ, რომ შენთვის სპეციალურად აკეთებენ რაღაცას. თითქოს არაფერი, მაგრამ სპეციალურად ვასასისთვის ჩამოსხმულ ლუდს, რატომღაც, ძალიან ვუფრთხილდები. რატომღაც მგონია, რომ განსაკუთრებული გემო ექნება - ვასასისნაირი. ოღონდ, ხასიათზე უნდა დავუმუღამო - შეიძლება, 15 წუთში შეეცვალოს გემო. ისევე, როგორც მე მეცვლება ხასიათი. 



5 comments:

გიო said...

შენ, ლუდი და..
კახასაც თუ გავჩითავდი ფოტოებში არ მეგონა.. :)))
გილოცავ, შენ მოიგე შოკოლადის ჩაქუჩი.. :D
მე, პირადად, ჩაი მირჩევნია.. :))

vasasi said...

სად არის აბა ჩემი შოკოლადის ჩაქუჩი? <3

მე ლუდი და ვინ/რა?

ჩაი მეც მიყვარს..

ოო, გამეცი ახლა კითხვებზე პასუხი.. :შ

გიო said...

შენი შოკოლადის ჩაქუჩი შევჭამე.. :{)
შენ, ლუდი და "ჩამოსხმულია ვასასისათვის".. :))
ჩაი მეც მიყვარს, მაგრამ შენ უფრო.. :D
ესეც პასუხი!.. :*

vasasi said...

<3 :*

გურამი said...

ნატახტარი რულამს!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger