Thursday, July 26, 2012

კახა კალაძე - მაფიოზი

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თითოეული ადამიანი, რომელმაც საქართველოსა და მისი პოპულარიზაციისათვის რამე გააკეთა, ამ ქვეყნის იმიჯია და მას პატივისცემა სჭირდება.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, ასეთებიც თითზე ჩამოსათვლელები გვყავს. ისინი ან საოპერო მომღერლები არიან, ან სპორტსმენები. უმეტესწილად, ფეხბურთელები. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ოპერისაგან განსხვავებით, ფეხბურთი "პაპსაა". არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი მოქმედი ფეხბურთელის დასახელება არ შეუძლია. თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ კახა კალაძეს მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციის მხრივ, ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.

პერიოდი, როცა კახა კალაძეს, როგორც ქვეყნის სიამაყესა და სასახელო ადამიანს, ოვაციებით ხვდებოდნენ, წარსულს ჩაბარდა. ბოლო დროს, მის მიმართ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულების გამო, მრცხვენია, თუმცა დღეს ეს გრძნობა განსაკუთრებით მაქვს გამძაფრებული. გაოგნებისგან ვერც კი ვიცინი მიზეზზე, რის გამოც, კალაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურას ეჭვი ჰქონია, რომ ის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა.

არა, კალაძეს კი ბევრი ფული აქვს, მაგრამ მისი წარმომავლობის დადგენა, რიგითი მოქალაქისთვისაც კი, არამგონია, ძნელი საქმე იყოს. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ქონების დაყადაღების მიზეზად, ის ავადსახსენებელი ავტოგოლები დაესახელებინათ, 24/7-ზე ისე რომ უხსენებენ, თითქოს,  მაგათ გარდა, სხვა არაფერი გაეკეთებინოს.


სამარცხვინოა, კახა კალაძეს, რომლის სახელსაც ცოტა ხნის წინ ყველა პატივისცემით წარმოთქვამდა, ახლა ქვებს უშენენ, ქონებას ართმევენ, მოღალატეობაში სდებენ  ბრალს (ჰო, ჯერ ერთი, სხვადასხვა გუნდში რატომ ითამაშა, მეორე, რუს ფეხბურთელ შევჩენკოსთან რატომ მეგობრობს და, მესამეც, თუ რუსეთის მოსყიდული არ იყო, იტალიასთან ორი ავტოგოლი რატომ გაიტანა?!). 


ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, მე მგონი, გირგვლიანის თემა ბევრ ადამიანს დღესაც სკეპტიკურად განაწყობს და კახა კალაძე პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილს, პირდაპირ ეთერში, ამ თემაზე კითხვა დაუსვა.


მე, როგორც ფეხბურთელს, ძალიან დიდ პატივს ვცემ კალაძეს. მისი სახელი ჩემს საყვარელ კლუბს უკავშირდება. გარდა ამისა, რაც არ უნდა ვიხსენოთ ძველი თაობის ფეხბურთელები და მათ გენიაზე ვისაუბროთ, ფაქტია, რომ კახა კალაძე, ამ სფეროში, ერთადერთი ქართველია, რომელმაც რეალურად, მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწია. 


სხვა საქმეა კალაძე, როგორც პოლიტიკოსი და ამ ფენომენზე ჩემი მოსაზრება მაქვს, თუმცა ის, რაც დღეს მის მიმართ ხდება, სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, საქართველოსადმი, აუცილებლად სკეპტიკურად განვეწყობოდი.

P.S. ბონუსად ფოტო. აქ კახა კალაძეს "მილანის" კაპიტნის სამკლაური უკეთია.



4 comments:

geoaria said...

:) ეჰ

Anonymous said...

დაველოდოთ რა ფაქტებს დადებს გამოძიება

Bexx said...

ნებისმიერი ადამიანი,რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ წავა,ისევ სააკაშვილის პროპაგანდის მანქანების მეშვეობით "იქცევა" ხოლმე რუსეთის აგენტად. ცხადია,არავის ჯერა რომ კახა რუსეთის აგენტია,ისევე როგორც ივანიშვილზე არ გვჯერა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა,რომლებსაც ეს ე.წ თავისუფალი მედია საშუალებები,ვგულისხმობ რუსთავი 2ს,იმედს და სხვადასხვა სააგენტოებს,აბოლებენ. ოქტომბრამდე ეს ყველაფერი გამოსწორდება,ყველა გაიგებს ვინ ვინ არის და ვინ არის რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი თუ არა,უნებლიე დამანგრეველი.

nino said...

არასოდეს არ მომწონდა კალაძე, არა როგორც ტიპი, არა როგორც ფეხბურთელი, აი ვაფშე არანაირი სიმპატია არ მქონდა მაგ ადამიანის მიმართ, ერთადერთი გულით შემეცოდა თავის ძმის მკვლელობა რო გახსნეს და ამხელა კაცი პატარა ბავშვივით რომ ტიროდა.... იმდენი ქნა ამ ტლუ ადამიანების ბრბომ რო დღეს მაგისი გასიებული თავის დანახვა სერიოზულად მიხარია და ვბალეშიკობ და ვიცავ გააფთრებული და მესიმპათიურება როგორც პიროვნება და ვღშფოთავ მაგის მიმართ გამოსროლილ სიბინძურეებზე და ა.შ :) კარგი პოსტია ვასასიკო :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger