Sunday, July 29, 2012

ოქროები ოლიმპიადებიდან

პირველად ძიუდოს 2004-ში ვუყურე. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეც კი არ ვიცოდი ვინ იყო, ზურაბ ზვიადაურს ძალიან ვგულშემატკივრობდი. არამარტო მე, ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს ახლაც ახსოვს ემოცია, რაც მისმა გამარჯვებამ მოგვიტანა. იმიტომ, რომ ზვიადაურის ოქრო პირველი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მერე იყო 2008 წელს, პეკინი. თუმცა, მაშინ ძიუდოსთვის ვის ეცალა? არადა, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ცირეკიძე იმასიზამდა. :)


2010-ში ბაკურიანში ვიყავით ერთი კვირით და აღმოჩნდა, რომ იმავე სასტუმროში, მსოფლიო ჩემპიონატისათვის ძიუდოისტთა ნაკრები ემზადებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა ერთად ხედავ ადამიანებს, რომლებიც, პერიოდულად, შენი გმირები ხდებიან. მათთან ერთად კი ხვდები ადამიანს, რომელმაც იმავე 2004-ში, 19 წლისამ მოიპოვა ოქროს მედალი. ოღონდ, საბერძნეთის სახელით. 

ძიუდოში ისეთივე "სპეციალისტი" არ ვარ, როგორც ფეხბურთში, მაგრამ საკმაოდ კარგად ვერკვევი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ქართველ სპოტრსმენებს ეხებათ. არ ვიცი, რამდენი უყურებდით დღევანდელ ფინალს, ან რამდენმა ნახეთ 20 წლის სპორტსმენის მედლამდე მიმავალი გზა, თუმცა, იშვიათია შემთხვევა, როცა ტიპი ყველა შეხვედრას (ნუ, ფინალში არ გამოუვიდა) იპონით, ანუ, სუფთა გდებით იგებს.



ჰოდა, კვარცხლბეკზე რომ იდგა, მართლა მთელი ოჯახი ვუყურებდით ამ ბიჭს და ვფიქრობდი, რამდენჯერ შემხვედრია გორში, სპორტსკოლასთან გარეთ თუ შიგნით, რამდენჯერ უვარჯიშია, ზამთარ-ზაფხულ, ჯერ კიდევ განუახლებელ, ფანჯრებჩავარდნილ და დახეულლეიბიან დარბაზში, მერე, წარმოვიდგინე, რა ხდებოდა იმ წუთს კარალეთში (ჰო, არ არის ეს ბიჭი შიგ გორელი) და, უცებ, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. ყოველაფერი ძალიან მარტივი მომეჩვენა: ალბათ, ამ ბიჭს, "ოდნო" აქვს და მობილურში რუსული პოპიც უწერია. ანუ, ისეთია, როგორც უმრავლესობა. ე.ი. ყველაფერი რიგზეა. 

ყოველთვის მიხარია, როცა ახალგაზრდა ადამიანები აღწევენ წარმატებებს. იმიტომ, რომ მეც სტიმული მეძლევა და თავი ყოვლად უვარგისი აღარ მგონია. :)

P.S. ველოდები დანარჩენ ოქროებსაც. იმედი მაქვს, ჩემი ფავორიტი, ვარლამ ლიპარტელიანიც აიღებს. ამ ოლიმპიადაზე მასზე ვარ ჩაციკლული. :)

P.P.S. იმის იმედიც მაქვს, რომ ლაშა შავდათუაშვილი, წინამორბედების მსგავსად, სპორტს არ დაიკიდებს და იმ ბიჭივით გააგრძელებს, ათენის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში გამარჯვების შემდეგ, ყველა ტიტული რომ მოიგო.

5 comments:

მოლი ბლუმი said...

2004, ათენი და ზვიადაურის ოქრო გუშინდელივით მახსოვს. მერე, ვისაც მივწვდი, ყველას ვკითხე და ყველამ ერთხმად დამიდასტურა - კვარცხლბეკზე რომ შედგა, ჰიმნი რომ დაუკრეს და ქართული დროშა აუშევს, ტელევიზორებთან ფეხზე ვიდექით და ვტიროდითო.

ლაშას ყოჩაღ. ასეთებისაა ქვეყანა. თუ არ არის, უნდა იყოს და იქნება კიდეც.

vasasi said...

ჰო, ზურას გამარჯვება სხვა იყო.

სხვა ემოცია ჰქონდა.. <3

არასოდეს დამავიწყდება.

Missmilana said...

vulocaaav lashasac da ra tqmaunda yvela qartvels visac dauxarda es yvelaferiii :) ise gamixarda cremlebi momadga tvarze :* :* :*

ბაჩო said...

დააკიდებინებენ მე მგონი :)
ზურაბას რა, არ დააკიდებინეს?

geoaria said...

2004ში ვუყურე მეც პირველად და ისე გამიხარდა ზვიადაურის გამარჯვება მერე მეც კი შევედი ძიუდოზე.

ლაშა წინა ოლიმპიურ ჩემპიონებზე ბევრად ახალგაზრდაა და ისეთი ხასიათი აქვს ნაკლებად სავარაუდოა ასე ადვილად წავიდეს ჭიდაობიდან.

და ზვიადაურს და ცირეკიძეს არავინ დაანებებინა თავი ჭიდაობას,,მაგათ უბრალოდ ვარჯიში აღარ უნდოდათ და ეგონათ რომ ყველაფერი მოიგეს და მერე გაგრძელება აღარ იყო საჭირო. თან უკვე ასაკში იქნებოდნენ. ცირეკიძე ნაკლებად,მაგრამ მაინც.

ლაშა კიდე მომავალ ოლიმპიადაზეც ძალიან ახალგაზრდა იქნება.

66კგ.ში ადრე კედელაშვილი გვყავდა და ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და მერე ოლინპიადაზე ომი დაიწყო, წამოსვლას აპირებდნენ და ამოვარდა იქ ფორმიდან და ვეღარ ჩადგა ფორმაში, თორე პეკინში ეგეც აიღებდა ოქროს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger