Sunday, September 23, 2012

ანა კარენინა

ჩემი აზრით, ტოლსტოის საუკეთესო ნაწარმოები სულაც არ არის "ანა კარენინა". 50 წიგნში "აღდგომას" ან "ომი და მშვიდობას" მაინც ველოდებოდი, თუმცა კარენინა შემრჩა.

არ ვიცი, რატომ აქვთ მშობლებს საკუთარი შვილებისათვის ღრმა ბავშვობაში წასაკითხი წიგნების სია გამზადებული. 10-12 წლამდე აუცილებლად გადასაკითხი ნაწარმოებების ნუსხაში "დონ კიხოტეს", "გმირთა ვარამს", "მთვარის მოტაცებას", "ომი და მშვიდობას" თუ "გულივერის მოგზაურობას" შეხვდებით. არადა, ეს წიგნები სულაც არ არის საბავშვო.

ბევრისგან გამიგია, რომ "ანა კარენინა" ათი-თერთმეტი წლისებმა წაიკითხეს. პრინციპში, თუ შინაარსობრივად განვიხილავთ, არც კარენინა და არც ზემოთ ჩამოთვილი წიგნები, ასაკის გამო, გვერდით გადასადები არ არის,  თუმცა მთავარი არც ერთ ნაწარმოებში არ არის ზედაპირული შინაარსი . ამიტომ, ერთი შეხედვით მარტივი ნაწარმოებების წაკითხვა, ადრეულ ასაკში სისულელედ მიმაჩნია.

ტოლსტოის პირველი სერიოზული ნაწარმოები (მოთხრობებს თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ), "ანა კარენინა" წავიკითხე. მართალია, ეს ძალიან ადრეულ ასაკში არ მოხდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოვიხიბლე. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შემდეგ სხვა, უფრო ღრმა ნაწარმოებებსაც გავეცანი.

ანა კარენინა, ჩემს თვალში, საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შეწირული ქალია, რომლის ამბავიც ბევრს გულს უჩუყებს. მასზე გადაღებულია უამრავი ფილმი, სერიალი.. ცუდ ტონად მიიჩნევა, თუ წაკითხული არ გაქვს და ა.შ. არადა, ჩემი აზრით, დიდი ვერაფერი. მით უმეტეს, "აღდგომისა" და "ომი და მშვიდობის" გვერდით, ძალიან უსუსური ჩანს.

სამწუხაროა, რომ დღეს, 50 წიგნში ტოლსტოის სწორედ ეს ნაწარმოები შევიდა. არადა, "ომი და მშვიდობა" თუ "აღდგომა", კარენინასაგან განსხვავებით, რთული საშოვნელია.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

მომკალი და არ მევასებიან არც ანა კარენინა, არც მადამ ბოვარი და კიდევ ჯაყოს/თეიმურაზის მარგო.

ძალიან ზედაპირული პოსტია, ძალიან, ჩემო თამარ, გული დამწყვიტე და ეგაა, საუბარიც კი მეზარება, მაინც კაციშვილი აზრზე არ არის ამ წიგნების და...

სალლო.მე . said...

არც ჩემთვისაა ანა კარენინა შესაცოდი და საწყალი. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა ძლიენი ნაბიჯია, უფრო ძლიერი იქნებოდა იმ დროისთვის (და თუნდაც დღეს) გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოების მორალის საწინააღმდეგო, მაგრამ მისთვის ალბათ საბოლოო ჯამში კარგი იქნებოდა.

რავიცი, იმჰო.

1234friends said...

"ანა კარენინა" სულ ახლახანს წავიკითხე. 15 წლისა ვარ და ცოტა არ იყოს გამიჭირდა, მაგრამ მაინც გადავლახე ბარიერი და დავასრულე.
ჩემი აზრით, ამ წიგნს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ ისეთს, რომელიც მოგვითხრობს ერთი საბრალო ქალის შესახებ. აქ მკაფიოდ ჩანს საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირება. თუ როგორ დაუნგრიეს მათ ცხოვრება ვროსკისა და ანას და ფაქტიურად დაღუპეს ისინი.
ამას გარდა მასში არის სხვა საყურადღებო რაღაც–რუღაცეები. ამ წიგნში ბევრი რამაა გაერთიანებული.
მე პირადად ბევრი რამ მასწავლა და შემაგნებინა და არც არაფერით ჩამორჩება ტოლსტოის იმ ნაწარმოებებს, რომლებიც თქვენ ასე ძლიერ გიყვართ .^^

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger