Monday, December 3, 2012

ემილ ზოლას " ხაფანგი"



როდესაც 50 წიგნის პროექტი დაიწყო, თავიდანვე აქტიურად ვუჭერდი  მხარს, რომ ამ პროექტში ემილ ზოლას "ხაფანგი" შესულიყო.    კითხვისას აღმოჩენებს ხშირად ვაკეთებთ, ვაკვირდებით გმირებს, მის ხასიათს და, ამის ფონზე, ავტორის ფსიქოლოგიასთნ ერთად, მაშინდელი საზოგადოების ყოფის შესახებაც ვიგებთ ინფორმაციებს.

ალბათ, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც მიიჩნევს. რომ ფრნგული მწერლობა წამყვანია ლიტერატურის დარგში. ასე იყო და გრძელდება დღესაც. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო, შემოქმედებითი თვალსაზრისით, კრიზისს განიცდის, არსებობენ უელბეკი, ბრეგბედერი, შმიტი.. ადამიანები, რომლებიც რეალობაზე რეალურად წერენ, მწერლები, რომლებიც აშიშვლებენ ყოველდღიურობას და შეულამაზებლად მოაქვთ ჩვენამდე. შესაძლოა, ბეგბედერისა თუ უელბეკის ნაწარმოებმა ესთეტიკური სიამოვნება ვერ მოგანიჭოს და, პირიქით, აღშფოთდე კიდეც ასეთი შიშიშვლით, თუმცა უნდა გამოვტყდეთ, რომ ეს მწერლები გულგრილად არავის ტოვებენ. თითოეულ ჩვენგანს, უელბეკის ხსენებისას წარმოგვიდგება არა ადამიანთა პირდი ცხოვრების დეტალები, არამედ, ღრმა დეპრესიული ფონი, ემოციებისაგან დაცლილი და უბედური ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ყოფამ რობოტებად აქცია.

ეს რეალიზმია. თანამედროვე ფრანგული რელიზმი, თუმცა ამ ჟანრის ფუძემდებლად, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ემილ ზოლ მიიჩნევა. ავტორი, რომელიც შელამაზების გარეშე გვიყვებოდა მაშინდელი ფრანგული საზოგადოების ყოფას, გვიყვებოდა რიგით ადამიანებზე, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ისტორიებს, რომლებიც არ მთავრდებოდა, თუმცა ზოლას ნაწარმოებების კითხვისას მე პირველად გადავაწყდი შემთხვევას, როცა ვერ აღმოვაჩინე, თუნდაც, ერთი დადებითი გმირი.

"ხაფანგი" რიგითი ფრანგების რიგით ცხოვრებას გვისახავს. გვიყვება მიტოვებულ ქალზე,  მის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე, მეოე ქმარზე, მეზობლებზე, შრომაზე, რუტინასა და ყოველდღიურ ურთიერთობებზე. არასოდეს დამავიწყდება შოკი, რომელიც ამ წიგნის დახურვისას მქონდა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემს ლიტერატურულ გემპვმებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამ წიგნმა გამზარდა როგორც მკითხველი და, მინდა აღვნიშნო. რომ მსგავსი ტიპის გარდატეხა ჩემში, არც ერთ სხვა ნაწარმოებს არ გამოუწვევია.

ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანებს. ეს არის წიგნი, რომელიც მართლა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ ცოცხალი ხართ და დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მისი 8 ლარად შეძენის საშუალება გაქვთ.


10 comments:

Salome Kanario said...

აუცილებლად შევიძენ... : ))

ვასასიი, ფონტს ბოლდი რომ მოუხსნა? :/

vasasi said...

გოგო, ახლა შევხედე ლეპტოპში და ელდა მეცა.
აიპედით ავტვირთე და იქ ქნა ეტყობა. არც ემჩნევა, თუ რამე ისექტანტა.. ახლავე შევასწორებ.

Salome Kanario said...

ასე ჯობს, კი ^^ :*

ჰექსე said...

აი სწორედ დღეს როდესაც დახლზე დადებულ ამ წიგნს შევხედე გადავწყვიტე მეყიდა და შემდეგ გადავწყვიტე რომ ჯერ მასზე დაწერილ რეცენზიებს გავცნობოდი.

Anonymous said...

ორიგინალი სახელწოდება, ანუ ფრანგული, შეგიძლია მითხრა ? ბლოგის ავტორს მივმართავ, რასაკვირველია :))

vasasi said...

ანონიმო, სამწუხაროდ, არ ვიცი ინგლისურად როგორ ჰქვია, მაგრამ დაგუგლე ემილ ზოლა და ვიკიპედიაში აუცილებლად ამოაგდებს მის ბიბლიოგრაფიასაც. იქ აუცილებლად იქნება "ხაფანგის" ფრანგული სახელიწოდება. :)

Anonymous said...

ვასასი შენ მე ახლა იმედი მომეცი:))), იმიტომ რომ პირველი 100 გვერდი მაქ წაკითხული და ცოტა არ იყოს მომაბეზრებელი და შემაწუხებელია პირადად ჩემთვის ეს დაუსრულებელი აღწერები და ყურადღების გამახვილება იმ დგომარეობაზე რომელიც მათ(ყველა პერსონაჟს) უბირ ადამიანებად აქცევს და ცხოვრებისეული ღირებულებების მნიშვნელობას უკარგავს მათ!!! დაველოდები დასასრულს და იმედი მაქვს მეც გამზრდის ეს წიგნი როგორც მკითხველს :)))

vasasi said...

ანონიმო, ველოდები წიგნის შემდგომ შთაბეჭდილებებს შენგან. :)

Anonymous said...

მეც ეხლა გავცდი 100 გვერდს და ცოტა არ იყოს მომბეზრდა ეს გარემოს აღწერები.მაგრამ საინტერესი წიგნი სჩანს და იმედია მერე და მერე უფრო საინტერესო გახდება. იმედია ტყუილად არ ვკარგავ დროს ამის კითხვაში.

atsintsa said...

ფრანგულად არის L'assommoir. თვითონ ზოლას ამ ნაწარმოებზე უთქვამს: « le premier roman sur le peuple, qui ne mente pas et qui ait l'odeur du peuple » -პირველი რომანი ხალხზე, რომელიც არ იტყუება და ხალხის სუნი ასდის.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger