Thursday, March 27, 2014

კიტ ჰარინგტონი და მე

მაშინ, როდესაც მეგონა, ნედ სტარკის ნაბიჭვარს ვუყურებდი;
მაშინ, როცა ნაბიჭვარი ჯონ სნოუდ იქცა;
მაშინ, როცა მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგოს პროტოტიპს - იგრიტის შეხვდა;
მაშინ, როცა ამ გოგომ გადაარჩინა;
მაშინ, როცა ეს გოგო შეუყვარდა;
მაშინ, როცა ეს გოგო მიატოვა;
მაშინ, როცა ხელებში ჩააკვდა;
მაშინ, როცა ჩრდილოეთის კედელს ჩაუდგა სათავეში;
მაშინ, როცა სემველ ტარლი მოუსავლეთში გაგზავნა;
მაშინაც, როცა მის შესახებ მსოფლიოში ყველაზე ინტრიგანული სიმართლე შევიტყვე;
მაშინ, როცა მელისანდრამ იგრიტივით გაუმეორა, "You Know Nothing, Jon Snow"-ო;
მაშინაც კი, როცა მეხუთე წიგნის ბოლოს, მასზე დიდმა ნაბიჭვრებმა ჩაკეტეს და მსოფლიოს ნომერ პირველ სადისტს, ჯორჯ მარტინს შემატოვეს ხელებში,
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჯონ სნოუს ოდესმე კიტ ჰარინგტონად დავინახავდი.

მაგრამ ახლა,
მას შემდეგ, რაც "პომპეი" ვნახე
(ორჯერ)
და კიტ ჰარინგტონი დავინახე..

უკვე ვიცი, რას ნიშნავს,
როცა ადამიანი ეკრანიდან გიყვარდება...

:)



 
Powered by Blogger