Tuesday, September 2, 2014

რა მოხდებოდა, რომ...

რა მოხდება რომ:
ვამბობდეთ იმას, რისი თქმაც გვინდა;
ვყვიროდეთ მაშინ, როცა გვინდა;
ვიგინებოდეთ მაშინ, როცა საჭიროდ მიგვაჩნია;
ვიღიმოდეთ მაშინ, როცა მართლა გვეღიმება.

რა მოხდებოდა, რომ:
შეგვეძლოს უარყოფითი ემოციების შეკავება;
ვიკიდებდეთ მათ, ვისაც უნდა ვიკიდებდეთ;
ყურადღებას ვაქცევდეთ ადამიანებს, ვისაც მართლა ვუყვარვართ და არ ვაყენებდეთ ტკივილს მათ;
ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მაშინ ჩნდებოდნენ, როდესაც ჩვენც მოგვწონს და არა მაშინ, როცა ემოციები აღარ გაგვაჩნია მათ მიმართ;
შეეძლოთ სხვებს მოგვისმინონ მაშინ, როცა ჩვენ საათობით გვისმენია მათი დეპრესიული ამბებისათვის;
გვქონდეს გამბედაობა, პირდაპირ ვთქვათ სათქმელი...

ასე რომ იყოს, ალბათ:

არაფერს ვინანებდით წლების შემდეგ;
არ გაგვიფუჭდებოდა ხასიათი მოულოდნელად;
არ დავიტანჯებოდით 50-60-70 წლის ასაკში, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარეთ მშობლებთან ახლოს;
არ მოგვინდებოდა იმ ადგილებში მარტო სიარული, სადაც ისინი დადიოდნენ და თვითმგვემ მოგონებებში ჩაძირვა.


ცხოვრებაში ყველაზე მნიშნველოვანი სიყვარულის დაფასებაა. იმ სიყვარულის, რომლითაც სხვა ადამიანებს ვუყვარვართ და არა იმის, რომელიც ადამიანებს ჩვენ მიმართ არ აქვთ...




 
Powered by Blogger