Wednesday, October 22, 2014

კოტე ყუბანეიშვილის მოტივებზედ

ვიფიქრე,
ვიმსჯელე,
თავი ვიმხიარულე,
ვიბოდიალე,
აღმა-დაღმა ვიარე,
ვიცინე,
ვიხალისე,
მეგობრებთან ერთად 24 საათი ვატარე,
2-3 საყვარელი ადამიანები დავივიწყე
(იმათ არ დამივიწყეს),
საკუთარი თავი მივაყოლე,
სხვებს გადავყევი,
ვივორკაჰოლიკე,
მაგრამ ძილის წინ,
 საყოველთაო სიმართლის იმ ერთ წამს,
 ყოველთვის ვხვდები,
ადამიანები იმდენად მარტოსულები არიან, რომ მათი მარტო დატოვება არ შეიძლება.





 
Powered by Blogger